ახალი ამბები

დაცვის პოლიციის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

3 აპრილი, 2015 • • 1238
დაცვის პოლიციის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბადრი მენოგნიშვილი, 10 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ აუქციონზე გაამარჯვებინებდა და საგარეჯოში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 7097 კვ.მ მიწის ფართს შეასყიდებდა მასზე განთავსებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობით.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ბადრი მენოგნიშვილი თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქისგან 10 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი