ახალი ამბები

უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამა 2 ათაზსე მეტ პირს გადაამზადებს

4 მაისი, 2014 • • 1055
უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამა 2 ათაზსე მეტ პირს გადაამზადებს

სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სწავლა განაახლა დმანისში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრებში, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ სახელმწიფო მართვის სრული სასწავლო კურსი ქ. ქუთაისში, სამინიტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიარონ.

 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განახლებულ სასწავლო პროგამებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო და პედაგოგებსა და რეგიონალურ კოორდინატორებს შეხვდა.

 

პროგრამის მიზანია, მსმენელებმა შეისწავლონ სახელმწიფო ენის საფუძვლები, შეძლონ ქართულად წერა, კითხვა, ლაპარაკი ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო თემებზე, მარტივი ტექსტური შეტყობინებების, საქმის წარმოების მიზნით წერილების და დოკუმენტების შედგენა. ეს მათ დაეხმარება ერთიან სახელმწიფო ადმინისტრირების სივრცეში ინტეგრაციაში.

 

2014 წლის მანძილზე სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ 2000-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის გადამზადებას გეგმავს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განახლებულ სასწავლო პროგამებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო და პედაგოგებსა და რეგიონალურ კოორდინატორებს შეხვდა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში განახლებულ სასწავლო პროგამებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო და პედაგოგებსა და რეგიონალურ კოორდინატორებს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი