ახალი ამბები

ანონსი – 21 მარტი

20 მარტი, 2014 • • 1770
ანონსი – 21 მარტი

10:00 – შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის საკითხებზე იზოლატორების თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიხსნება;


11:00 – საქართველოს პრემიერ–მინისტრი მარნეულს ეწვევა და ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიულოცავს;

 

11:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა (ბიუროს სხდომათა დარბაზი);

 

11:00 – სახალხო დამცველი მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს პირადად მიულოცავს ნოვრუს ბაირამის დღესასწაულს და სახალხო ზეიმისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება;

 

11:00 – დაუნის სინდრომის მქონეთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისში მოეწყობა მსვლელობა 55-ე სკოლიდან ფილარმონიამდე;

 

11:00 – სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია განცხადებას გააკეთებს სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ მიღებული საერთაშორისო აკრედიტაციის შესახებ. მისამართი: თბილისი, გოძიაშვილის ქ.N65;

 

 

11:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის საშიშროება;

 

12:00 – “საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია” და “გოგონები და გენდერული თანასწორობა” გამართავენ პროექტის – “პატიმარ ქალთა უფლებები: ადვოკატირება და საკანონმდებლო ცვლილებები” შემაჯამებელ შეხვედრას. მისამართი: ქიქოძის ქ. #16 (“ციხის საერთაშორისო რეფორმის” (PRI) ოფისი);

  

12:00 – “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზურა ქადაგიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჟვანიას კადრები, აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული;

 

12:00 – პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა (პლენარულ სხდომათა დარბაზი);


12:00 –  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცის გამართავს. მისამართი: ოთარ ჩხეიძის 5 (საბურთალო);


12:00 – ქუთაისში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” მენეჯერი დავით კიკნაძე და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ,,ლიბერთი ბანკის“ ოფისში პლასტიკური, აგრო ბარათების დარიგების პროცესს ადგილზე გაეცნობიან. მისამართ: ქუთაისი, გრიშაშვილის ქ.N37;


12:30 – “პირველ პრესკლუბში” ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ბრიფინგს გამართავს. თემა: რატომ არის მიკროსაფინანსოების კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ევროპაში. 30-60%–იანი სესხები მოსახლეობის გაღატაკების სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული;

 

12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში დაზარალებული მარიამ გოგვაძე ნოტარიუსის თანამდებობიდან იძულებით გათავისუფლებაზე პრესკონფერენციას გამართავს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი იქნება თანამდებობის პირების: კახეთის იმდროინდელი საოლქო პროკურორის და ამჟამად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ცაბუტაშვილისა და 2010 წელს იუსტიციის სამინისტროს გენ. ინსპექციის უფროსის მალხაზ ღუღუნიშვილის მიერ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე; 


13:00 – კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეები იწყებენ აქციას „1 საათი მოსმენების გარეშე“, რომელიც ყოველ პარასკევს 13:00-დან 14:00 საათამდე მობილური ტელეფონების გამორთვას გულისხმობს;

 

13:00 – ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აგრძელებს მედიამონიტორინგის ინიციატივის მხარდაჭერას 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და მართავს ღონისძიებაზე, რომელზეც განხილული იქნება ძირითადი გამოწვევები მედიისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგების საბოლოო პუბლიკაცია. მისამართი: სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი (სადღესასწაულო დარბაზი);

 

13:00 – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის  სამმხრივი   მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ლალი გზირიშვილი. ხელმოწერის ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  დავით გალეგაშვილი დაესწრება;

 

13:00 – “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი გია ნოდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჟვანიას კადრები, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართული;

 

 

13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბის სტუმარი სპორტის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ძაგანია იქნება. თემა: სპროტის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტების მიღება, აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსი;

 

14:00 – პრესკონფერენცია “ბრავო რექორდსში” ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებისაგან შემდგარი CD ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით;

 

15:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დალატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერები მინისტრი დინა დრუვიეტი განათლებისა დამეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. მისამართი: უზნაძის 52;

 

15:00 – ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მონაწილეობით ანა ჩანგიანისა და ზალიკო ბერგერის საბავშვო კოლექციის ჩვენება;

 

15:00 – „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ ქ. ქუთაისში მოსამართლეებთან მრგვალ მაგიდას გამართავს, რომელიც მიეძღვნება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მოსამართლეთა სოციალურ გარანტიებს. მისამართი:  ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. #6,  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“;

 

16:00 – კულტურის სამინისტროს შენობასთან თოჯინების თეატრის თანამშრომლები და მხარდამჭერები გამართავენ აქციას და მოითხოვენ შენობას, სადაც თეატრი შეძლებს სრულყოფილად ფუნქციონირებას;

 

16:00 – ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოში“ გაიმართება სამუშაო შეხვედრა – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულფასოვანი სამედიცინო მეთვალყურეობის თემაზე;

 

18:00 – კინოთეატრ რუსთაველის დიდ დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიხსნება ბოლივუდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი „ინდური ფილმების დღეები“;

 

19:00 – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი საღამო „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გაიმართება დასკვნითი კონცერტი. მონაწილეები: ნინო ქათამაძე, ლადო ბურდული, რობი კუხიანიძე, ქეთათო ჩარკვიანი;

 

19:30 – თიბისი გალერეაში შედგება რეჟისორ ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმის „სხვა ქალაქი“ პრემიერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი