ახალი ამბები

სიმფეროპოლში ყირიმის მთავრობისა და პარლამენტის შენობები დაიკავეს

27 თებერვალი, 2014 • • 1716
სიმფეროპოლში ყირიმის მთავრობისა და პარლამენტის შენობები დაიკავეს

ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ყირიმელი თათრების მეჯლისის ლიდერმა რეფატ ჩუბაროვმა დაწერა:

 

“დამირეკეს და მითხრეს, რომ უმაღლესი რადას შენობა და ყირიმის მინისტრთა საბჭოს შენობა შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს, რომლებსაც არაიდენტიფიცირებადი უნიფორმა აცვიათ. მოთხოვნები მათ ჯერჯერობით არ წამოუყენებიათ”, – წერს რეფატ ჩუბაროვი.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სხვა პირებიც, რომლებიც ამჟამად ქალაქის ცენტრში იმყოფებიან.

 

photo: UNIAN
photo: UNIAN

 

მასალების გადაბეჭდვის წესი