ახალი ამბები

სადაზღვევო ბაზარზე ახალი კომპანია შემოვიდა

22 ოქტომბერი, 2013 • • 1335
სადაზღვევო ბაზარზე ახალი კომპანია შემოვიდა

კომპანიამ ლიცენზია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან უკვე მიიღო.

საყოველთაო დაზღვევა
საყოველთაო დაზღვევა

კომპანია თურქული ინვესტიციით შეიქმნა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტი ფაზილ ალიევს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატია.

სადაზღვევო კომპანიის დარჩენილი წილი თურქეთის მოქალაქეებს – ჰუსეინ იამანს 20 პროცენტი, ჩეთინ აიდინს 15 პროცენტი, მეჰმედ კიფ აფშარს 10 პროცენტი, ხოლო ეროლ ქაბაოღლუს 5 პროცენტი ეკუთვნით.

 

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 13 კომპანია ოპერირებს. სადაზღვევო ინდუსტრიამ 2013 წლის  I კვარტალი 5,962 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

 

2013 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 5,962 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წლის იანვარ-მარტში სექტორის წმინდა მოგება 4,057 მლნ ლარი იყო. 

 

სტატისტიკურ ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. 

 

უწყების ცნობით, პირველ კვარტალში 13-მა სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოგებამ 19,76 მლნ ლარი, სიცოცხლის დაზღვევიდან კი  2,64 მლნ ლარი შეადგინა. 

 

მოგება-ზარალის უწყისით ცნობილია, რომ 2013 წლის იანვარ-მარტში სადაზღვევო კომპანიებმა ინვესტიციებიდან 2.83 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. საპენსიო საქმიანობიდან ზარალი კი, 95,393 ათას ლარს შეადგენს. 

 

სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეების მთალიანი აქტივები 595,8 მლნ ლარი იყო, ვალდებულებები კი- 470,7 მლნ ლარი.

                                                                                                                                                            

მასალების გადაბეჭდვის წესი