ახალი ამბები

რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს

6 ივნისი, 2013 • 1599
რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს

ინფორმაციას ამის თაობაზე სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს და მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ გუშინ, 5 ივნისს, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან (საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში) შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება.

 

“მთავარ საფრთხეს ჩვენი ტურისტებისთვის წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მონახულებისთვის. თუნდაც ამაში იგულისმებოდეს განმეორებითი ვიზიტი. ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ჩვენ მივიჩნევდით ამ კანონის გაუქმებას,” – განუცხადა “ინტერფაქსს” კარასინმა.

 

საქართველოს პარლამენტში შესულია ცვლილებების პროექტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში, რომელიც ითვალისწინებს იმ მოქალაქეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომლებმაც პირველ ჯერზე დაარღვიეს კანონის მოთხოვნა და ისე შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო განმეორების შემთხვევაში ძალაში რჩება მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი