ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: ნაცმოძრაობაში პრობლემებია, ეს გემი იძირება

15 აპრილი, 2013 • 1421
ლევან ბერძენიშვილი: ნაცმოძრაობაში პრობლემებია, ეს გემი იძირება

თუმცა ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, არჩევნებში დამარცხების მიზეზი მხოლოდ ვანო მერბიშვილი არ ყოფილა:

 

“მე არ მინდა დავეთანხმო, რომ არჩევნებში დამარცხების მიზეზი მერაბიშვილი ან მისი პოლიტიკა იყო, ამის მიზეზი იყო მთელი ის სისტემა, რომელსაც ერთად აშენებდნენ მერაბიშვილი, სააკაშვილი და ა.შ.

 

ამ დღეებში მოსალოდნელია ამ ტიპის განცხადებები, რომელთა ნაწილი შეიძლება მერაბიშვილისგანაც იყოს ინსპირირებული, ან “ნაციონალური მოძრაობისგან” მომდინარეობდეს. ნაციონალური მოძრაობა მერაბიშვილით თუ მერაბიშვილის გარეშე და ახალაიათი თუ ახალაიას გარეშე არის წარმავალი ძალა და თუ ის გადარჩება, ეს სულ სხვა ადმაიანების დამსახურება იქნება”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

დათა ახალაიას განცხადება რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ facebook-ის მეშვეობით გავრცელდა, ის ციხის კადრების შექმნას, არჩევნებში დამარცხებასა და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვას ვანო მერაბიშვილს უკავშირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი