ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი ილია მეორეს მადლობას უხდის

5 მარტი, 2014 • • 1156
პაატა ზაქარეიშვილი ილია მეორეს მადლობას უხდის

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ საკითხზე ეკლესიის დუმილის გამო სხვადასხვა ჯგუფებში გარკვეული მოსაზრებები არსებობდა, თუმცა პატრიარქის ეს განცხადება უკვე სერიოზულ მხარდაჭერას ნიშნავს:

 

“მინდა საჯაროდ დიდი მადლობა გადავუხადო უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რაც ცალსახად და მკაფიოდ ევროპისკენ არის მიმართული”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


 

ილია მეორის გუშინდელი განცხადების თანახმად, იგი უკვე დიდი ხანია დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს თავისი ღირებულებებით შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, ამიტომ, მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის იდეა, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, განხორციელდეს. 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი