ტექნოლოგიები

გვეშველება რამე, სენიორ პრეზიდენტო?!

3 აპრილი, 2011 • • 1763
გვეშველება რამე, სენიორ პრეზიდენტო?!

 

გასულ კვირას ბლოგერების ნაწილმა კლავიატურა მიაგდო და „უხარისხო გადაცემების მიმართ“ საკუთარი პროტესტი – „ფილოსოფიური პოეზიის დიდი ქართველი მეფის“, შოთა რუსთაველის ძეგლის წინ – ღიად დააფიქსირა. ეს ქმედება ზოგმა – ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონკიხოტის ამაო სულისკვეთებას შეადარა, ზოგმა – მოიწონა და ზოგმა კი (უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მთავარმა ადრესატმა) – არად ჩააგდო. არ ვიცი, ამ გზით ვინმეს რამის შეცვლის ილუზია ჰქონდა თუ არა, მაგრამ „ყინული რომ დაიძრა“, უკვე კარგია.

ამბავნარი

მიხეილ პრეზიდენტის გადაადგილება ცაში თუ მიწაზე უკვე არაერთხელ აღინიშნა და განისაჯა. თუმცა, სააკაშვილის მეზობლების ცხოვრებაზე მის მოძრაობას (და ზოგადად, მისი რეზიდენციის იქ ყოფნასაც) კიდევ უფრო მეტი ეფექტი აქვს. ლუსის პოსტიც „სენიორ პრეზიდენტი მობრძანდება“ სწორედ იმაზეა, რომ პრეზიდენტის გამო მის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული: 2009 წელს ჯო ბაიდენი ამერიკიდან ჩამოვიდა, მე აგარაკიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან მარტივად, ყოველგვარი ახსნის გარეშე, არ შემეძლო საკუთარ ჩიხში მანქანით შესვლა, იმიტომ რომ მე მე ვიყავი და ისიც აგარაკიდან ჩამოსული, ბაიდენი კიდევ ამერიკიდან და თან ჯო

გაცილებით მეტია და უფრო რთულად ასატანიც შეზღუდვა (ამჯერად საზოგადოების მხირდან) შიდსის ვირუსით ინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში. ამ დამოკიდებულების და საზოგადოებრივი ხედვის შეცვლას ცდილობს ნაჯაფსანდალი „ჩემი ფილადელფიას“ ორ ნაწილში, სადაც ის თავსგადახდენილ ამბებს მოგვითხრობს. ამბები ცხოვრებისეულია, ზოგჯერ მძიმე და ზოგჯერ პოზიტიური. მოკლედ, რომ დაგაფიქრებს და დაგამწუხრებს, ისეთი:  „სანდრო, რისი გეშინია ცხოვრებაში ყველაზე მეტად? იცით, პროგრამას დაფინანსება რომ შეუმცირონ, სულ უწამლოდ დარჩება, ისედაც გაუსაძლისი ტკივილები აქვს მორფის გარეშეიწყებს ექთანი. დააცადეთ რა, – ვაწყვეტინებ. მიყურებს. კიდევ მიყურებს. მერე ძლივსგასაგონად, ჩუმი ხმით, მოკლედ ამბობს: დროის

მძიმე თემის შემდეგ კი მცირე განტვირთაც საჭიროა. ამ მიზნით, შეგიძლიათ დავით ჩიხლაძის ბლოგს ეწვიოთ და „ვეფხისტყაოსნის“ „facebook”-ურ ვარიანტს გაეცნოთ. პოსტში პოემის შინაარსის თანამედროვე ტერმინებით სახალისოდ არის გადმოცემული: “ROMELMAN had created the group world; Tariel , avtandil and 6 billion friends had joined this group; Rostevan had opened Pandora box and discovered “ucxo moyme”; “ucxo moyme” had joined the group “loosers”

ს(აზ)ოგადოებ(რი)ვი

„გვეშველება რამე?!“-სა და „ასფალტი ვჭამოთ?!“-ის ძახილი უკვე ისეთ ტრადიციად იქცა, როგორც ახალი წლის ღამეს თონის პურის ყიდვა ან „რუსთავი 2“-ისთვის ირონიანარევი ტონით (ან გაცვეთილი გონებამახვილობით) „ერ2“-ის ძახილია. თუმცა, მიზეზი რის გამოც ჩვენი უშველებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მართლაც ბევრია. მათგან რამდენიმე კი ჩხიკვმა ახალ პოსტში – „გვეშველება რამე?!“ჩამოაყალიბა და საზოგადოების სხვადასხვა სუბიექტების უსაქციელობაზეც მიგვითითა: სანამ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში პორნოს ვუყურებთ, მარცხენა ხელით ჯიბეში სანამ პატრულის გამოძახება ჩაშვება და ბოზობაა სანამ ყურგახვრეტილი ბიჭი პიდარასტია გვეშველება რამე? – არა!

კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც შეყვარებული წყვილების (ან, მინიმუმ გოგოსა და ბიჭის) ნარიყალაზე, მზიურში, ბოტანიკურ ბაღსა თუ მსგავს ტერიტორიებზე დანახვისას ჩნდება, ნიშნისმოგებითი ჩაღიმება და მათი მონაწილეობით ეროტიკული სცენების წარმოდგენაა. გაზაფხული კი ამისათვის (და “იმისთვისაც”) იდეალური პერიოდია. საზოგადოების სწორედ ამ წარმოდგენაზე ჩივის ვეკო პოსტში მარტის კატები, რადგან „რას იტყვის ხალხი“-ს ტრადიციული წნეხის გამო შეყვარებულთან ერთად მსგავს ადგილებში ვეღარ სეირნობს: ხალხის აზრი დაიკიდეო, რაში გაინტერესებს შენზე რას იფიქრებენობევრი მეტყვით, ვიცი. მაგრამ ეს დაკიდებაც მამძიმებს და არ შემიძლია ავიდე იმ მთის წვერზე და იქ საათობით გაუნძრევლად ვიჯდე, რომლის ქვეშაც ბუჩქებში შეყუჟულები გოგოები ბიჭებს ლოკავენ და ბიჭები ბორცვებს უზილავენ…“

აი, ხალხის აზრი სადაც მართლა ჰკიდიათ, ჩვენი სასიქადულო ტელევიზიებია, რომელთა ეთერშიც იმდენ უხარისხო გადაცემას უშვებენ, რომ ამას მრავალათასიანი მიტინგიც კი ძნელად თუ უშველის. ქართული ტელევიზიების ბედნავსობაზე წერს კალატოზიშვილი ახალ პოსტში „გლობალური face off”, სადაც ყურადღებას ძირითადად „იმედის“ ახალ გადაცემა “Face control”-ზე ამახვილებს, თუმცა, მისი კბილი ბოლოსკენ „პროფილსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ხვდება: თუმცა მაყურებელს აღარ სწამს, რომ იმედი ბოლოს კვდებაიმედი მოკვდა უფრო ადრე, ვიდრე ბადრი პატარკაციშვილი მოკვდებოდა. დღეს კი ეს არხი ჯოჯოხეთს ჰგავს! ჯოჯოხეთშიც ხომ არ ვითარდება მოვლენები! ჯოჯოხეთშიც ხომ სწორედ ის უნდა გტანჯავდეს, რომ ყოველი დღე დეჟავიუს ჰგავს! მაგრამ ვინაიდანრუსთავი 2″-მა ძალიან ბევრი მომცა, “იმედმაკი ბევრი მისცა ჩემს დას, ნანკა კალატოზიშვილს, ამ ორივე არხის კრიტიკის დროს მე ვხელმძღვანელობ პრინციპითროცა მე გწყევლით, ჩემი ძუძუები გლოცავთ

„წ(რ)იპა“ პოსტები

ქართული ესტრადა ჩვენს ქვეყანაში მაია ასათიანის გარდა კიდევ ვინმეს თუ ახსოვდა, აღარც მეგონა. თუმცა,  „კარგად დავიწყებული ძველის“ მოძველებულმა თეორიამ თავი აქაც წარმატებით გამოიჩინა და კახის სამყაროშიც შეაღწია. პოსტი – ჩვეულებრივი (და ბოლოსკენ გამხიარულებული) სათაურით – „ქართული ესტრადა =))“ ჩვენი „ეროვნული გასაჭირის“ დაცვას ცდილობს და ქართველთა იმ თვისებაზე მიუთითებს, რომლის გამო ჩვენ „ჩვენსას“ ადვილად ვაძაგებთ და პარალელურად, უცხოური პროდუქცია ქებით ცამდე აგვყავს: წარმომიდგენია ლედი გაგასეული სტილით ქართულ ესტრადაზე რომ ვინმე გამოჩენილიყო (ლედი გაგას არასებობის შემთხვევაში) მას ალბათ სცენაზევე მოკლავდნენ, ჩაქოლავდნენ მაგრამ ეს თუ სზღვარგარეთიდან მოდის . კარგია! ან თუნდაც რომ ბიონსიმ, შაკირამ ან რიჰანამ (რაც წარმოუდგენელია) დარდუმანდული სიმღერები ჩაწერონ, დოლგარმონზე და დუდუკებზე მეორე დღესვე უკვე თბილისში გაჰიტდება და ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ სიმღერებს შორის პირველი იქნება“

ამ უარყოფითი თვისების გასანეიტრალებლად კი შეგვიძლია prodigycow-ს  ის დასკვნა მოვიტანოთ, რომლის მიხედვითაც ქართველმა „ხალხმა კითხვა დაიწყო“. მართალია დასკვნა პირად დაკვირვებას ემყარება და თითქმის ისეთივენაირად განზოგადებულია, როგორც ფრაზა „ქართველებმა შოთა რუსთაველი რომ მეფე არ იყო, ის არ ვიცითო“, მაგრამ ჰაერიდან მოტანილი რომ არ არის, ესეც ფაქტია:  „მაგრამ რახან ხალხი წიგნებს ყიდულობს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ყველა კითხულობს. ბევრი წიგნებს დეკორაციად იყენებს, თუმცა, საბედნიეროდ ისეთებიც ბევრნი არიან, ვინც ამ ახლადნაყიდ წიგნებს გადაფურცლავს და კითხულობს. ასეთი ადამიანები წიგნებით ხელში, უკვე მრავლად მხვდებიან მეტროში, სამარშუტო ტაქსებში, ქუჩაში, უნივერსიტეტში:კიბეზე, აუდიტორიაში ლექციის დროს, და ტუალეტშიც კი

სამაგიეროდ „უწიგნურებისა და გაუნათლებლების“ ძახილი გაგრძელდა უცნაური დასახელების მქონე (“ვის აირჩევს კახა ბენდუქიძე?”) შესარჩევი გადაცემის შემდეგაც, როდესაც ერთ-ერთ მონაწილეს ღმერთი გაუწყრა და ათის ათი პროცენტი, მეორემ კი 1/3-სა და 2/6-ის ტოლობა ვერ გამოთვალა. თუმცა, ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც თავად დიდი (ამჯერად “სტატუსით”) კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ გაილაშქრა და მისი ქმედებები გააკრიტიკა. მაგალითად, ნათია ჯავახიშვილის პოსტში „ჩემი პროტესტი გადაცემას „ვის აირჩევს კახა ბენდუქიძე“ აქცენტი თამაშის დროს გამოვლენილ უსამართლობასა და „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ თეორიის ჭეშმარიტებაზეა გაკეთებული: “არ მინდა ასეთი უფროსი, არ მინდა ასეთი უსამართლობა. არც მაგისი მაღალანაზღაურებადი ხელფასი მინდა, ეს ადამიანები ჩემს თვალში მაშინვე დაეცნენ როცა სრულიად უცნობიმეგობრისგასაწირად დარბაზი დატოვეს, რა ვქნა მაგრამ მათ კიდევ ერთხელ,  ”გაუსწორესკახა ბენდუქიძეს. როცა ასე წირავ, რა იცი რომ გაწირული შენზე რაიმეთი ნაკლებია? სხვების არ ვიცი მაგრამ ეს ჯუნგლის კანონია, შემსრულებელი კი ან ტარზანი, ან დათვი, ან ვეფხვი…”

პ.პ.ს: პ.ს!

მასალების გადაბეჭდვის წესი