ტექნოლოგიები

“ქურდებს სიცოცხლე და…”

27 მარტი, 2011 • • 3115
“ქურდებს სიცოცხლე და…”

„ქურდების სიცოცხლისუნარიანობისა“ და „ბოზების მყისიერი გაჟუჟვის“ სურვილმა, ქუთაისში ზაზა ბურჭულაძის პირიდან რომ წარმოსდინდა, ამ კვირაში ყველაზე დიდი ხმაური გამოიწვია. იმდენად დიდი, რომ აღნიშნულ ფაქტს თავად ის – დიდი რეფორმატორიც კი გამოეხმაურა და ბლოგი რომ ჰქონოდა, ალბათ,  „ოლე, ზაზა – აზაზელო“-ს სათაურით ანტიკრიმინალური სულისკვეთებით აღსავსე პოსტსაც დაწერდა. თუმცა, პრეზიდენტ კაცს ამისათვის სად სცალია და პოსტის დაწერა საკუთარ თავზე ამჯერადაც ბლოგერებმა აიღეს. მათ შორის იყო Social Animal-იც, რომელიც პოსტში „ქურდებისა და ბოზების ქალაქი“ ყველა იმ ადამიანს აკრიტიკებს, ვინც ქუთაისელთა რეაქცია „სიბნელედ“ („ბნელა“ – ეპოქალური გამოთქმაა) მიიჩნია, ვინც „ბოზებმა დატოვეს დარბაზიო“ ეპატაჟურად განაცხადა და იმათაც, ვინც სცენაზე დედაქალაქური პრეტენზიებით გამოირჩეოდა: არ ვიცი რამდენად გაიგონეთ სიტყვები, რომელსაც ლაშა ბუღაძე სცენიდან ამბობს თეატრში მინიმუმ გათბობა და წყალი უნდა იყოსო! მინდა ლაშა ბუღაძეს გადასცეთ, ვინც იცნობთ ასეთი რამერუმეები იმას მოჰკითხე, ვისაც შეხვედრის ორგანიზება ევალებოდა.. ან იმას, ვინც თეატრს ხელმძღვანელობს! თან პირადად!!!! შენი საქციელი იმ სტუმრის საქციელს ჰგავს, ჯიგარო, გაშლილ სუფრასთან რომ დასვამმაგიდას გადახედავს და ცხვირს აგიბზუებსვაჰ, კაცო, რატომ გოჭის ხორცი და შამპანური არ არისო!!!

„ჯერ ერთი სიკვდილისთვის არავინ მემეტება და მით უმეტეს ბოზები“ – გულის ჰუმანური ამოძახილით იწყებს პოსტს ლაშარელაც, რომელიც ზაზა ბურჭულაძის გაკენწვლის პარალელურად ქართველი ხალხის „მსწრაფლავარდნობის“ (ტერმინია ასეთი… უკვე) შესახებაც წერს: „არა და სწორედ ეს ბურჭულაძე იყო მახსოვს, რომელიღაც ტელეკომპანიას რომ მისცა ინტერვიუეკო დეისაძე არის მეორე ხარისხოვანი მწერალი და ეს წიგნი იყო უბრალოდ პოპულარულობის მოსატანად დაწერილი, ხოლო მხატვრული თვალსაზრისით, ისე რაო (“ადიბასიხო რას ამბობმზითვებში გასატან წიგნად იქცევა, ასე 8 საუკუნის მერე)

სიძვის თემატიკა ორი განსხვავებული სათაურის მქონე პოსტშიც – „გამარჯობა, მე ვარ ბოზი“ და „მე არ ვარ ბოზი, ანუ მითი ბოზობის შესახებ“ – აქტიურად გრძელდება. პირველი მათგანი მანქის ეკუთვნის, შედარებით ძველია (მაგრამ არა დაძველებული) და იმ სიტუაციებს აღწერს, რომლის დროსაც საზოგადოებას ადამიანისათვის „ბოზის იარლიყის“ მიწებება შეუძლია: გამარჯობა, შენ გაქვს ფეისბუქი. შენ დალაიქებული გაქვს ფეიჯიმე მიყვარს სექსი”. მეც. მე ვაკომენტარებ ამ ფეიჯის სტატუსზე, ”რა არის თქვენთვის სექსი”. ვწერ რომ, ბოლო დაკვირვებით უსექსობა მასუქებს. შენ კომენტარს მილაიქებ და წამის მეათედში მიპიემებსექსი არ გინდა? :* :*”. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ბოზი“. თითქმის ანალოგიურია სიტუაციები მანქისაგან შთაგონებული dreamar-ის პოსტშიც, თუმცა მისეული საზოგადოების ცნობიერება უფრო სპეტაკი, სათნო და შეუბილწავია: “შენ ტაქსის მძღოლი ხარ, რომლის მანქანით გვიან ღამით მიწევს მგზავრობა. შეიძლება თვალი გამოგეპაროს მოკლე კაბისკენ, სარკიდან თვალიერება დამიწყო და რამე თემაზე მოისურვო ჩემთან საუბრის წამოწყება, მაგრამ თავში აზრადაც არ მოგივა, რომ მე ვარ ბოზი”

სულის „პური“ და თვალის „სანახაობა“

წიგნების შესახებ უკვე მესამე ბლოგი აღმოვაჩინე და შესაბამისად გამოთქმამ: „კარგი რა, წიგნი ვიღას ახსოვს, საქართველოში სულ ორი კაცი კითხულობსო“ უფლებამოსილება მყისიერად დაკარგა. ნუცას სასახლე ის ადგილია, სადაც ცნობილი თუ უცნობი ნაწარმოებების მოკლე და კარგი მიმოხილვები შეგიძლიათ ნახოთ. მათ შორისაა მურაკამის „ნადირობა ცხვარზე“, პიერის „ვერნონ გენიოს ლითლი“ , საიეშტადის „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“ და სხვა.

წიგნები იქით იყოს (დროებით) და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ ისეთი სასწაული მოახდინა, წიგნებშიც ძნელად რომ დაწერდნენ. იმას ვერ ვიტყვი, საქართველომ ორვატიას სულ ხვატი და ბუღი ადინა – მეთქი, მაგრამ გულშემატკივრებში ისეთი ემოცია კი ნამდვილად გამოიწვია, როგორიც მაგალითად საფეხბურთო ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ: გოლი რომ გავიდა დავინახე და მერე ისღა მახსოვს, რომ მეტირებოდა, მერე ერთმანეთს ვჩქმეტდით, მართლა არ მჯეროდა. გარემო მხოლოდ საპრესკონფერენციო დარბაზში აღვიქვი, იქაც ისეთი ამბავი იყო, ხმა არც ერთს არ გვქონდა“. ბლოგი ფეხბურთზეა და უშუალოდ მატჩების გარდა, ამ სპორტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც („სტადიონზე ჩაწერილი ფრაზები“, „ვინ თამაშობს ტოტალიზატორში?“, „რა გვინდა ყატარში?“) მიმოიხილავს.

ფანტაზიის ზეიმი

ამბობენ, მენდელეევმა პერიოდულობის სისტემა სიზმრად ნახა და ცხრილში მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიტანაო. არ ვიცი, რამდენად მართალია აცხადებული სიზმრების თეორია, მაგრამ სიყვარულოვნას პოსტის იდეა ძილში რომ ჩაესმა და ბლოგზე ამის შემდეგღა გვიჩვენა, ფაქტია (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე წერს). „ბლოგერები სხვადასხვა TV შოუებში“ ცნობილი გადაცემებისა თუ მათი წამყვანების ერთგვარი პაროდიაა და რამდენიმე წამით ამ გადაცემებში ბლოგერების ყოფნას (ყოფასაც) წარმოგვიდგენს: „აქ ერთხმად იტყვიან ბლოგერები, რომ მათი ცხოვრება კომპიუტერს და ინტერნეტს ცდება (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) და მათნაირი პირადი ცხოვრება (მრავალფეროვანი) შესაძლოა ბევრისთვის სანატრებელიც გახდეს.მაია ინტრიგდება და გაოცებული სახით ჩამოუჯდება გვერდზე რომელიმე ბლოგერს და იტყვის: მოგვიყევით!“

კიდევ ერთი გადაცემის შარჟი კი ქამელეონის ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ. ყოფილი ქმრების კლუბი „იმედის“ ერთ დიდებულ (მანდ კი ყველა გადაცემა დიდებულია, მაგრამ ადრესატს მაინც მიხვდებით) გადაცემას ეძღვნება და წამყვანების ქცევა-მიმიკა-მანერებს სულ სტუდიის იატაკთან ასწორებს:  ჩემი გაკეთებული არაფერი არ მოსწონდა, სახლში დაქალები მოყავდა, რომ თვრებოდნენ, მცემდნენიცრემლება ლაშათან ქართულ საქეიფო სიმღერებს უსმენდნენ. ეს კოშმარი იყო (აჩვენებენ წამყვანები ამ ვიდეოს ყურების დროს როგორ ამბობენნწ” “ნწ” “ნწდა იქნევენ თავს)ნუკი ლაშასთან მიდის და სთხოვს ცოლის რამე ნივთი მოძებნოს, რომ სიმბოლურად გაანადგურონ. ლაშას მზიას უზარმაზარი საცვალი მოაქვს. ნუკი მისგან პარაშუტს აკეთებს და ფანჯრიდან ხტება.

Etc

ინგლისურისა და რუსულის დაპირისპირება ამ პირველის („ამ უკანასკნელის“ ანტონიმად შეგვიძლია შემოვიღოთ) უპირატესობით რომ გრძელდება, უდავოა. ინგლისური არის ყველგან – თვალის ყოველ დახამხამებაზე და მაუსის ღილაკის ყოველ დაწკაპუნებაზე. შესაბამისად, დინამიტის ბლოგზე არსებული პოსტი „რამდენი ენაც იცი…” , სადაც ყურადღება მეორე (დაწუნებული რუსული) მნიშვნელობაზეცაა გამახვილებული, არანაკლებ საყურადღებოა: ინგლისურის საჭიროებაზე არ ვდაობ, სულელი კი არ ვარ! მაგრამ აი, რუსული რატომ არ უნდა ვისწავლოთ? ოკუპანტი და აგრესორი ქვეყანაა? ღვინოზე ემბარგო დაგვიწესა? არასიმპათიური პრეზიდენტი ჰყავთ? აქტუალური აღარაა?და ეს ინგლისური ვითომ ისეთი მარტივი და მშობლიურია ჩვენთვის უკვე, რომ მშობლიური ენის პარალელურად ან მასზე უკეთ უნდა ვისწავლოთ?

…და რა თქმა უნდა, უკვდავი 90-იანები, რომელიც კიდევ ერთი ბლოგერის, ამჯერად ლობჟანიძის მუზა შეიქმნა. პოსტი „ჩემი თაობის ანატომია.ოპერაცია რამდენიმე წამში“ გარკვეულწილად მხატვრულ-დოკუმენტური ლიტერატურის სახისაა წარმოდგენილი, თავებადაა დაყოფილი და პოსტ-სოვიეტიკუსი ბავშვების განვითარებას ეტაპობრივად ასახავს:  “ჩვენს ბავშვობაში კოკაკოლა ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, სიმბოლოდ რომელიც ერთმანეთში სნიკერს, ბანანებს, ფერად პარკებს, “ნაკლეიკებსდა სხვა დასავლურ პროდუქტებს განასახიერებდა. კოკაკოლა იყო ერთგვარი რევოლუცია პოსტ სოვეტიკუს ბავშვებისთვის. მაშინ როდესაც დასავლელი ბავშვები ამ პროდუქტებს ბავშვობიდანვე იყვნენ შეჩვეულნი და ყოველდღიურ მოსაწყენ რეალობად აღიქვამდნენ ჩვენ ერთმანეთსბანანანის თუ სნიკერსის (მოგვიანებით მარსის) ჭამაშივეჯიბრებოდით. “იმას სნიკერსი აქვს ნაჭამი” – იტყოდა მავანი სკოლაში თუ ბაღში. ჩემი თაობარომანტიკასბავშობაშივე ეზიარა”

ბოლოს კი, კარგი იქნება თუ სკანდინავიის ბლოგზე შევიხედავთ და იმ შვიდ მიზეზსაც გავეცნობით, რის გამოც შეიძლება რომ შვედეთი გიყვარდეს. აქ თითქმის ყველაფერია – ისტორიიდან დაწყებული, კინემატოგრაფიით გაგრძელებული და თავაზიანი სტოკჰოლმელებით დამთავრებული: ნილსისა და ბატების გასაოცარი მოგზაურობაიყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე და წავიკითხე. არავის უთქვამს ან წაუქეზებია წამეკითხა იგი, ჩემით ვიპოვნე მტვრიან თაროებზე, ან მიპოვნა უფრო. აქ პირველად გავიგე ისეთი უცნაური სიტყვები, როგორიცააოინბაზიანჭილყვავი“. მერე და მერე შევიტყვე, რომ სელმა ლაგერლოფი პირველი ქალი მწერალი ნობელიანტი ყოფილა (ესეც შვედის მიერ დაარსებული!) და როგორი სინანულით მეხარჯებოდა მისი გამოსახულებიანი ბოლო 20 შვედური კრონი (მანამდე 50–იანი და ასიანი უპრობლემოდ.

პ.ს: „გაგრძელება შემდეგ კვირაში“

მასალების გადაბეჭდვის წესი