სოციალურ ქსელ ფეისბუკის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში სამომავლო გეგმებზე საუბრობს. როგორც ცუკერბერგი ამბობს, აქტიურად იწყებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობას და ყოველთვე მიაწვდის ფესბუკის მომხმარბელს ინფორმაციას მუშაობის პროცესზე.
My personal challenge for 2016 is to build a simple AI — like Jarvis from Iron Man — to help run my home and help me…
Posted by Mark Zuckerberg on Wednesday, 27 January 2016
ცუკერბერგი ვრცლად მიმოიხილავს ხელოვნური ინტელექტის იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს კაცობრიობის განვითარებაზე. მისი თქმით, ახლა უკვე დროა ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) ისწავლოს დამოუკიდებლად “აღმოჩენა” და “ამორჩევა”.
“ეს ბავშვისათვის წიგნებში ფოტოების ჩვენებას ჰგავს. თავდაპირველად ჩვენ ყველაფრის სახელს ვასწავლით ბავშვს. ასეა AI-ის შემთხვევაშიც, უნდა ვაჩვენოთ მას რაც შეიძლება ბევრი ძაღლის ფოტო და ვასწავლოთ ამოიცნოს ძაღლი,” – ამბობს ცუკერბერგი.
როგორც ცუკერბერგი წერს, სამომავლოდ ხელოვნურ ინტელექტს ექნება შესაძლებლობა ამოიცნოს ხმები, წინასწარ განსაზღვროს დაავადებები, მართოს სხვადასხვა დანადგარი. როგორც ის წერს, რკინის კაცის ერთგული “ჯარვისის” შესაქმენლად დიდი დროა საჭირო, თუმცა იდეის განხორციელება შესაძლებელია.
Facebook ასევე ავრცელებს 2015 წლის ბოლო მეოთხედის სტატისტიკურ მონაცემებს. ბოლო მონაცემებით, საიტს 1 თვის განმავლობაში 1.59 მილიარდი მომხმარბელი ჰყავს. მის შვილობილ WhatsApp-ს – 900 მილიონი, ხოლო Instagram-ს – 400 მილიონი.
We just announced our quarterly results and shared an update on our community’s progress to connect the world. Our…
Posted by Mark Zuckerberg on Wednesday, 27 January 2016