ტექნოლოგიები

დაბნეული ფიროსმანი და გაკრიტიკებული კრიტიკოსები

13 თებერვალი, 2011 • • 1489
დაბნეული ფიროსმანი და გაკრიტიკებული კრიტიკოსები

ადამიანები ხშირად ცდებიან. თუმცა, ასეთ დროს „მხოლოდ ღმერთის შეუმცდარობაზე“ მითითება, თავის გასამართლებლად სრულიად საკმარისი მიზეზი ხდება ხოლმე.  შესაბამისად, უფლის სრულყოფილება ასეთივე წარმატებით შეიძლება გაიხსენოს ყველა იმ ადამიანმაც, ვინც BASBOOK-ის სამიზნეში მოხვდება. BASBOOKი ერთგვარ ბაზას წარმოადგენს შარჟების, facebook-ური შერცხვენების (“LoOoL”-ის თანდართვით რომ იზიარებენ კედელზე და შემდეგ მეგობრებთან ერთად გულმოდგინედ დასცინიან) თუ იმ ტიპის მასალებისა, რომელიც ადამიანის ხასიათზე დადებითი კუთხით შეიძლება აისახოს.

დღეს ბევრი რამ არის მოდაში. მათ შორის კრიტიკაც,  რომელიც თავის დამკვიდრების ერთგვარ საშუალებადაც კი იქცა.  „საღად მოაზროვნენი“ აკრიტიკებენ – „მასას“, „მასა“ – მთავრობას, მთავრობა – ოპოზიციას, ოპოზიცია… მოკლედ, ყველა ერთმანეთს აკრიტიკებს, მაგრამ Mr. Nomad  კიდევ უფრო შორს წავიდა და პოსტში „მე თქვენ ყველას გაკრიტიკებთ“ თავად მკრიტიკებლების განკიცხვა–გაქილიკებას მიჰყო ხელი: „ამის შედეგია, რომ ღმერთირწმენა და ქრისტიანობა ყველაზე გაცვეთილი საღადაო თემაა და სხვების კომენტარი მხოლოდშე უღმერთოდავაიმე რამდენი ვიცინე“-თი შემოიფარგლება. მესმის, რომ ჩვენს გარშემო არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ათეისტია. კი ბატონო, მე პრობლემა არ მაქვს, რადგანაც თავადაც თვითგამორკვევის პროცესში ვარ, მაგრამ ეს მაინც არავის აძლევს უფლებას გამოვიდეს და როგორც უნდა, ისეატრიალოსსხვისი რწმენა” 

გასაკრიტიკებელი კიდევ ბევრია

საქართველოში ზედმეტად ბევრი ექსპერტია. მათი დიდი ნაწილი კი ისეთი სახით გამოთქვამს ხოლმე მოსაზრებას, დიდი შანსია, საკუთარი ნათქვამის თავადაც რომ სჯეროდეს. ყოველ შემთხვევაში, როდესაც საქმე ფიროსმანის ნახატის ამოცნობაზე მიდგა ექსპერტებმა ის ხან ასლად შეაფასეს, ხან ას ლა(რა)დ და ხანაც ორიგინალად. თუმცა, ფიროს-money-ს “ფასი” საბოლოოდ ზუსტად დადგენილი მაინც არ არის. კალატოზიშვილის ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტი „სავიზო“ რეჟიმი გამკაცრდა“–ც სწორედ, ექსპერტთა კომპეტენციას ეხება და მათ „ექსპერტობას“ ეჭვქვეშ (თუ ბრჭყალებს შორის) ღიად აყენებს: ამ სიუჟეტის შემდეგ ყველაზე მეტად ნელი ლომიძე შემეცოდა, ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონე, მოტყუებული კოლექციონერი (არა დამნაშავეთა ჯგუფის, არამედ ექსპერტების მიერ) და დაზარალებული, რომელმაც კაპიკების ფასად გაყიდა ფიროსმანის მანამდე უცნობი ნახატი (არ არისო ფიროსმანი და გაყიდა ჩალის ფასად)  

ახალი სეზონი დაიწყო ნანუკა ჟორჟოლიანმა და კრიტიკამ (რომელსაც მაია ასათიანი უკვე სერიოზულად მოყირჭდა) არც ამჯერად დაახანა. „ნანუკას არაადეკვატურ შოუ“–ში  ვასასი  გადაცემის შემქმნელებს „სხვა საქართველოს“ შექმნაშიც „ადანაშაულებს“ და ნანუკასეულ „სად თქვენ, სად ჩვენ“ პოზიციას აკრიტიკებს: მისი გადაცემა, საერთო ფონზეამაზრზენად გამოიყურება. ეს ადამიანების დაცინვაა. იმ ადამიანებისა, რომლებიც დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის 60-70-80%- შეადგენენ და ასეთი ბრჭყვიალა გადაცემის ყოველი ნახვა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების უსუსურობას აგრძნობინებს

ამავე გადაცემის შეფასებისას უფრო პოზიტიურია ლიტერატორი, რომელსაც მიაჩნია (სავარაუდოდ „პური და სანახაობის“ აპრობირებული პრაქტიკიდან გამომდინარე), რომ ამ შოუს ავტორებს პროდუქტი სწორედ “მასაზე” აქვთ გათვლილი და არა რამდენიმე მაღალგანვითარებულ ჰომოსაპიენსზე:  სწორედ ეს არის მათი საქმე, ტელეპროდიუსინგი, რაც ესოდენ აკლია ბევრ ტელევიზიას და რომლის მნიშვნელობა ჯერ კიდევ ბევრს კარგად ვერ გაუგია, და  ის არ არის საქმე, რომ რამოდენიმე ათეული ადამიანისთვის ზეინტელექტუალური გადაცემა გააკეთოს და ხელი შეუწყოს მათ მაღალი მატერიების ღრუბლებისკენ ნძრევით სვლაში.

+18

ბლოგერებს უკვე იმდენი ხანი არ ჰქონდათ დაწერილი ძუძუებზე (დიახ! მკერდზე კი არა – „ძუძუებზე“), რომ სიტუაცია დღითიდღე საგანგაშო ხდებოდა. საბედნიეროდ, დუდიმ  მოახერხა და თავისი ახალი ანალიტიკური ხასიათის ნაშრომით „ძუძულოგია“ , ბლოგერთა ნაწილი საყოველთაო გამოსწორებისა და შესაბამისად, სულიერი დეგრადაციისგან იხსნა: ორი მეცნიერების, ანატომიისა და ნატომიის გასაყარზე, საფუძველი ჩაეყარა ახალ სამეცნიერო დისციპლინას ძუძოლოგიას. ტერმინიძუძოლოგია წარმოადგენს კომბინაციას რომაული სიტყვისაძუძოს”, რაც ქართულად მკერდს  და ბერძნულილოგოს”, რაც მოძღვრებას ნიშნავს. იგი შეისწავლის სუსტი სქესისათვის დამახასიათებელ ორივე, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ნიშანს.

ქართული მდიდარი ენაა – ცხრასახელიანი წვიმითა და გინების ისეთი მარაგით, ნებისმიერ უზრდელ ერს რომ შეშურდება. თუმცა, როგორც სამარხვო ბლოგიდან  ჩანს, ჩვენს ენაში სიტყვა FUCK-ისთვის შესაბამისი თარგმანი მაინც ვერ მოიძებნა: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ translate.google.com-ზე სიტყვა fuck-ის ქართული ექვივალენტის მოძებნა ვცადე. (მაინც რა არის ეს ჭეშმარიტი სამეცნიერო ინტერესი). თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მივიღები? translate.google.com ყველა ენაზე გვთავაზობს ამ სიტყვის თარგმანს ქართულის გარდა.Fuck, ანუ ზოგიერთი ლექსიკური თავისებურების შესახებ“ სწორედ ამ „პრობლემას“ ეხება და აღნიშნული სიტყვის ეტიმოლოგიაში გვათვითცნობიერებს.

„ცხოვრებიდამ“

სიყვარულზე საუბარი – გალაკტიონის რამდენიმე ლექსის, შექსპირის სონეტების, რომანტიკული ისტორიების გახსენების ან რაიმე მსგავსის გამოყენებით – ძალიან მარტივია. მაგრამ წერას სიყვარულის შესახებ კარლ იუნგის მოძღვრებებზე დაყრდნობით და თან ისე, რომ ეს ამბავი „გულისშემძვრელად დაათბო“, ბევრი ვერ შეძლებს. შესაბამისად Mariefille–მ “ბევრს” აჯობა და პოსტი „ამაზე რას იტყვით, ბატონო კარლ?“ სწორედ ამ მოსაზრების დამადასტურებლად შემიძლია მოვიტანო: თოვლი ისე ეყინებოდა ხოლმე ნაძვებს, გეგონებოდა, ერთიორისამი და ტყიდან ქათმისფეხებიანი ქოხი გამოვაო. მოვიდოდა თუ არა დიდი თოვლი, ჩავდიოდით და მერე შუაღამისას ვსეირნობდით მე, დედა, მამა და ჩემი და. მე გაუკვალავ თოვლში მიყვარდა სიარული და სულ წინ გავრბოდი ხოლმე, მერე უცნაურ ნაკვალევებს ვაკეთებდი და თავს ვაჯერებდი, რომ აქ თოვლის კაცმა გაიარა.” 

და ბოლოს, პოსტი, რომელიც კალენდარულად ძველია, მაგრამ თემატიკიდან გამომდინარე არ მგონია, კიდევ დიდხანს დაძველდეს. „პიკოლინას“  – იდეაში ერთი ადამიანისადმი მიმართვაა, მაგრამ აფხაზეთის ომში პირადად გადახდენილი ამბების მოყოლისა და რამდენიმე ფუნდამენტურ დილემაზე (“არ მინდა გმირი მამის შვილობა, ცოცხალი მამის შვილობა მირჩევნიაო”) მსჯელობის გამო, ქართველის ეს წერილი ყველასათვის საინტერესო უნდა იყოს: ომი ადგილია, სადაც უნდა დადგე, სულ ერთია ვინ ხარ, რემბო თუ ჰარი პოტერი, გიორგი სააკაძე თუ ერთერთი ხერხეულიძე, სინოპტიკოსი თუ ბიბლიოთეკარი

უნდა მიხვიდე და დადგე არა მოსაკლავად, ხანჯლის ჩასაცემად, გულის გასაგმირად, სულის ასართმელად, დასაცხრილად, მისაშვებად, ასაფეთქებლად, დასაბრედად, მისაწვენად, გასასაღებლად, გასატრუპად არამედ შენიანებისა და შენი მიწის გადასარჩენად.

პ.ს: დღეისათვის სულ ეს იყო, თან ეგვიპტიდან ერთი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვიდა სტუმრად და იმას თუ არ მივხედე, არ გამოვა კარგად. ისედაც უნერვიულებიათ თურმე საწყალი ამ დღეებში…

 

მასალების გადაბეჭდვის წესი