ტექნოლოგიები

პოლიციელობანა ყველასთვის [Video]

7 თებერვალი, 2011 • • 1530
პოლიციელობანა ყველასთვის [Video]

თბილისში, “ვიტალ ბანკში”, მძარცველები შეიჭრნენ, მძევლები აიყვანეს და მათი მოკვლით იმუქრებიან.
-გოდერძიშვილის ქუჩაზე ბანკის ძარცვაა, მიმდებარე კვადრატების ეკიპაჟებს: დააჩქარეთ მისვლა!-შეტყობინებას იღებს ერთ-ერთი საპატრულო ეკიპაჟი. 
-გოგი ბიძია, სმენა იგვიანებს და ჩვენ ხომ არ გვენახა?-ამბობს ახალგაზრდა პოლიციელი.
-აღარ მეღირსა ძილი, კაი, აქვეა, წამო, შევიაროთ, ვნახოთ, რა ხდება!
“ვიტალ ბანკთან” მისულ პოლიციელებს ადგილზე სხვა პოლიციელები ხვდებიან. 
-აბა, რა ამბავია, ბიჭებო?
-ბანკს ძარცვავენ. ახლა გამოიკეტნენ შენობაში და ვერ გამოდიან, მძევლები აიყვანეს.
-რით ვერ ისწავლეს ამ ჩემისებმა, ეგეთი რამეები არავის არ გასდის.  სპეცრაზმი გზაშია და 10 წუთში ყვ…-ბით გამოათრევენ ჯიგრებს.
ბანკში შევარდნილი მძარცველები სროლას იწყებენ. პოლიციელები იღუპებიან. “გოგი ბიძია” დაჭრილია, კიდევ ერთი პოლიციელი-მაია მასთან რჩება. მამაცი, ახალგაზრდა პოლიციელი კი ბანკის შენობაში პატარა ფანჯრიდან შედის, რათა მარტო გაუმკლავდეს მძარცველებს. სისხლისმღვრელი ბრძოლა იწყება.
-ვახ, ჩემი კაი… ბოზ..ო.
-მომარტყეს ამ ბოზ..მა.
-ახ, ბლიად…მმმ…
-დამჭრეს, ჩემი დედა….
ეს ყველაფერი საქართველოში ხდება – ოღონდ ვირტუალურად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი კომპიუტერული თამაში შექმნა, რომელსაც „ქართული პოლიცია“ ჰქვია. შსს ინფორმაციით, თამაშის მიზანი საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ხელშეწყობა და განვითარება იყო. 
“თამაშის პროექტის გუნდმა თავიდან მოიძია და შეისწავლა ახალი ტექნოლოგიები. ახალბედა და დამწყებმა სპეციალისტებმა აითვისეს კომპიუტერული თამაშების გრაფიკისა და პროგრამული კოდის თავისებურებები. შემუშავდა თამაშის კონცეპტ დოკუმენტი, სადაც აღიწერა – როგორი უნდა ყოფილიყო თამაში, ზოგადად, და მისი ცალკეული გმირები – პოზიტიური გმირები, მტრის პერსონაჟები, სათამაშო გარემო, რა გარემოში აღმოჩნდებოდა მოთამაშე და ა.შ.“-წერია police.ge-ზე.
შსს-ს ინფორმაციით, თამაშის შემქნელებს პოლიციის აკადემიის ინსტრუქტორებმა პოლიციელთა უნარ-ჩვევები და ქცევის წესები შეასწავლეს, რათა კომპიუტერულ თამაშში არსებული სიტუაცია რეალობასთან მაქსიმალურად ყოფილიყო მიახლოებული. თამაშის გადმოტვირთვა ამჟამად შესაძლებელია შსს-ს ვებგევრდიდან. კომპიუტერული თამაშის მთავარი გმირები ქართველი პოლიციელები არიან, რომლებმაც ბანკში შეჭრილი ყაჩაღთა დაჯგუფება უნდა გაანადგურონ და ტყვეები დაიხსნან. დროთა განმავლობაში გამოვა თამაშის ახალი ვერსიები, რომლებსაც სხვადასხვა მისიები ექნება დამატებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი