ტექნოლოგიები

Facebook-ს ტელეფონიც ექნება

17 იანვარი, 2011 • 1226
Facebook-ს ტელეფონიც ექნება

პოპულარული სოციალური ქსელის სერვისებში ტელეფონის დამატების შესახებ ინფორმაცია რეალურ მონახაზს იძენს. ტელეფონმა–INQ Cloud Touch, რომელიც, სავარაუდოდ, დაამშვენებს Facebook-ს, ბლუთუზის ტექნოლოგიის გამოყენების უფლება მოიპოვა.

სანამ ქსელის რიგითი მომხმარებლებისთვის ტელეფონს შექმნიან, Facebook-ის მესვეურებმა ახალი დომენი fb.com აამოქმედეს. ამ მისამართით მხოლოდ სოციალური ქსელის თანამშროლები ისარგებლებენ.

მართალია, fb.com  Facebook–მა შარშან ნოემბნერში შეიძინა, თუმცა რელიზის დეტალები მხოლოდ წელს გაცხადდა. დომენი შუამავლის მეშვეობით ამერიკის ფერმერული მეურნეობების ფედერაციისგან იყიდეს.

ფედერაცია საიტს – fb.org მთვარ გვერდად იყენებდა. საინტერესოა ფასი – ახალი დომენი 8,5 მილიონ დოლარად შეიძინეს. არადა, წლების წინ მთავარი დომენი Facebook.com 42-ჯერ იაფი, 200 ათასი ამერიკული დოლარი დაუჯდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი