ტექნოლოგიები

Google ახალ პლანშეტს ამზადებს

19 ივლისი, 2013 • 1641
Google ახალ პლანშეტს ამზადებს

Google–ის ახალი პლანშეტი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი Nexus 7, კომპანია Asus–ის მიერაა წარმოებული.

 

სხვა სიახლეების გარდა, როგორც ცნობილია, ახალ პლანშეტს ექნება ჩამონტაჟებული დამატებითი დინამიკები, ხოლო უახლესი Wi Fi და GPS სისტემის მეშვეობით დამუხტვის შემდეგ ენერგია ეკონომიურად დაიხარჯება და პლანშეტი გაცილებით დიდხანს იმუშავებს.

 

პლანშეტს 16 ან 32 -გიგაბაიტიანი ჩიპი მოყვება, ამის მიხედვით მისი ფასი განსხვავებული იქნება. 16- გიგაბაიტიანი სავარაუდოდ 229 ამერიკული დოლარი, ხოლო 32- გიგაბაიტიანი 269 დოლარი ეღირება.

 

როგორც ცნობილია, გამოსვლის შემდეგ ახალ პლანშეტს მაღაზიებში მის წინამორბედთან ერთად განათავსებენ, რათა მომხმარებლისთვის უფრო თვალსაჩინო იყოს განსხვავება ახალსა და ძველს შორის.

 

Google-მა თავისი პირველი პლანშეტი Nexus 7 დაახლოებით ერთი წლის წინ, 2012 წლის ივნისში გამოუშვა. Nexus 7 მოიაზრებოდა iPad mini–ს და  Kindle Fire–ის კონკურენტად, 2012 წლის მანძილზე კომპანიამ დაახლოებით 4.6 მილიონი პლანშეტი გაყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი