ტექნოლოგიები

„ძიორის შარვალი“, ნაკბენი კარალიოკი და ლენონის ძეგლი თავისუფლების მოედანზე

3 ნოემბერი, 2010 • 1937
„ძიორის შარვალი“, ნაკბენი კარალიოკი და ლენონის ძეგლი თავისუფლების მოედანზე

ბლოგების წინა მიმოხილვიდან დიდი დრო გავიდა. თუმცა, ამ პერიოდში არც რაიმე განსაკუთრებული სკანდალი მომხდარა და არც მაია ასათიანი გაუკრიტიკებია ვინმეს. სწორედ ამიტომ მიმოხილვას ჩვეულებრივად, რამდენიმე ახალი ბლოგის გაცნობით დავიწყებ:

 „აუ, ძიორის შარვალი გამეხა“ –  კახეთში, რთველში (!) წასული ია ფარულავას ეს ფრაზა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუდან“ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. თუმცა ბურბუშელას ბლოგზე ამ გადაცემის ანალიზს ავტორმა მთელი პოსტი – „ნანუკას შოუ“, „სვეცკობა“ რთველში და ნანუკას სუვენირები  მიუძღვნა: მერე მთელი რთველის პროცესში წუწუნებდნენ: აუუუ, ძაან დავიღალეო, ბარემკალოშებიჩამეცვაო, ხალათით უნდა წამოვსულიყავიო, ეს რა ყოფილაო, კიდე აუუუუუუომოკლედ, კარგი კრიტიკაა და ღირს წაკითხვა.

 ასოციაციის სტერეოტიპულ ძალას თუ გამოვიყენებთ, „ნანუკას შოუდან“ ერთ პრესტიჟულ თბილისურ უბანზე თავისუფლად შეგვიძლია გადავინაცვლოთ. პოსტში  ვაკე  გუდმენა „სულით პროვინციელ“ ადამიანებს მიმართავს და ცდილობს, ჭეშმარიტი ვაკე „დაჭაობებისაგან“ დაიცვას: ის ხალხი მაინც ვერ შეიცვლებარაც არ უნდა ,დიდი ჯიპიიყიდონ ნომრითნუკ 100’’ და რაც არ უნდალევის სტრასიუყიდონ თავის შვილს 200 დოლარად (მათ შემთხვევაში ხომ ფასს აქვს მნიშვნელობა, მთავარია ძვირი იყოს). რაც არ უნდა ავეჯი დატროიკა”: დაყარონ უგემოვნოდ სახლში და კაფელი გააკრან ,,ვანატვალეტში“, რომელსაც სინამდვილეში აბაზანა და ტუალეტი ჰქვია. ჰო, უსურათობა მაინცდამაინც ნუ შეგაფერხებთ, ამის გარეშეც  ადვილად იკითხება.

 წინა კვირას სოციალურ ქსელებში თბილისში კიდევ ერთი „მეფის ძეგლის“ დადგმასთან დაკავშირებული თემა განსაკუთრებით აქტუალური იყო და ლიტერატორის ბლოგზე  ერთ ირონიაშეპარულ პოსტსაც დაუდო სათავე. „მოდი გამაძეგლე გიჟო!“ ქართველების ხასიათში გამჯდარ „კერპთმოყვარეობაზეა“, ძეგლთა სიმრავლეს ეხება და დასკვნის სახით საინტერესო „გამოსავალსაც“ გვთავაზობს: ჩარკვიანის ძეგლისთვის ანგარიშის გახსნა კი არა, გურამ დოჩანაშვილს შეუგროვეთ ფული და დაეხმარეთ! კაცი ცოცხალი ძეგლია უკვე ლამის!

უფრო „მასშტაბური ინიციატივით“ გამოდის ვასასი , რომელიც როგორც ჭეშმარიტი „ბიტლომანი“, ირაკლი ჩარკვიანისა და ჯონ ლენონის შედარების საფუძველზე, ამ უკანასკნელის ძეგლის დადგმასაც „მოითხოვს: ყველამ ვიცით, რომ ახლა წერეთლის ძეგლების აღებაა მოდაში. ჰოდა, ჩვენ მოდას ხომ არ ჩამოვრჩებით?! თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მოოქროვილი ქანდაკება რომ გვიდგას, მოვანგრიოთ და დავუდგათ ჯონ ლენონს ძეგლი, ოღონდიოკოსთან ერთად: ქართველი ერიც მადლიერი დარჩება, მსოფლიო საზოგადოებაც და რაც მთავარიაქეთათოც.

 სანამ შემდეგ ბლოგზე გადავიდოდე, მინდა დავიფიცო, რომ ლაშარელ ჩემი ნათესავი, ან, მეგობარი არ არის და მიმოხილვებში მისი პოსტების სიხშირე მხოლოდ და მხოლოდ შინაარსობრივი მხარის დამსახურებაა. ამჯერად, ერის „სოციალურქსელური“ ნაწილის დაშოშმინებისადმი მიმართულ მის პოსტზე მინდა შევჩერდე. „ზემოთ არ აიხედოთ!!!“  „პრაიმ–ტაიმის“ მიერ გოგი გვახარიაზე დაწერილ სტატიასა და აღშფოთებული საზოგადოების ვანდალური სურვილების მსუბუქ გაშარჟებას ეძღვნება: ნაძირალა, ვინც ეგ გოგიზე დაწერა“, “ეგ უნამუსო ეგა“, “მაგის ვოლზე არ ვნახე სტატუსი მე და მაგას არ ეღირსოს ლაიკი არაფერზე“, “მაგის ფრენდ რეკვესტები ვნახე დაიგნორებული დაიწყეს წყევლა და კრულვა სტატუსებში. “ჩამოვახრჩოთ, არა დავკეპოთ, ჯობია დავკუწოოოოთ, არა გავპუტოოოოოოთ და ყვერებით რო დავკიდოთ, არ ქონია მაგ ქალაჩუნას ყვერები – დაიწყეს გულის მოფხანა კომენტარებში.ისე, არ მგონია, ჩვენს ხასიათს რაიმე ეშველოს, მაგრამ დასაფიქრებლად, წაკითხვას მაინც გირჩევდით.

 წაკითხვაზე გამახსენდა. წიგნის მაღაზიებს ხშირად თუ სტუმრობთ „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“ სათაურის მქონე წიგნს აუცილებლად შენიშნავდით. თქვენი არ ვიცი, პირადად მე კი მისი გადაფურცვლის სურვილი (რატომღაც) არასოდეს გამჩენია იქამდე, სანამ „გალას“ დაჯილდოვებაზე ის „წლის წიგნად“ არ აღიარეს და ამით მისი ავტორის ცხოვრებაში ახალი ფურცელი არ გადაშალეს. აღნიშნული ფურცლის (და ზოგადად წიგნის) შესახებ კი საინტერესო განხილვის ხილვა („ანალიზი“ მაინც პრეტენზიული სიტყვაა) თამარას დინამიტურ ბლოგზე  შეგიძლიათ. „ნაკბენი კარალიოკი“–ს  დასასრულს ავტორი ერთ ლოგიკურ შეკითხვას – ისე, “ნაკბენს” “ნაკბეჩიარ სჯობდაო?კი სვამს, მაგრამ მწერლებს რას გაუგებ ადამიანი.

„არ მომწონს ბათუმი, სადაც შენობები ადამიანებზე უფრო მეტ ღირებულებას წარმოადგენენ და რომლის ხელისუფლება მათზე უფრო მეტად ზრუნავს ვიდრე ხალხზე“ – წერს „ბათუმური დღიურების“  ერთ–ერთი ავტორი ოჩი, რომელიც ბათუმის საყოველთაო გაფეტიშების ფონზე, იმ უარყოფით მხარეებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც ქალაქის „აყვავება–განვითარებას“ ახლავს თან და ამით თითქოს მედლის შემობრუნებას ცდილობს.

 დეზინფორმაციის საკითხებში, „ნიორი News“-ს კონკურენტი გამოუჩნდა („გამოუჩნდა“ ოდნავ დაგვიანებული სიტყვაა, უბრალოდ მე აღმოვაჩინე ეს ბლოგი ახლახანს). საუბარია „ხმაურსა და ვუვუზელაზე“, რომელსაც ფოლკნერთან (ცნობიერების ნაკადის გაღვივების გარდა) საერთო არაფერი აქვს და ძირითადად, მსოფლიოში მომხდარი აქტუალური მოვლენების გაშარჟებას ემსახურება. „რვაფეხა პაული მოკლეს“  კი ამგვარი ქილიკის (კარგი სიტყვაა) ერთ–ერთი ნათელი მაგალითია.

 „არ დაიდარდო“–ზე უკვე იმდენი ითქვა, დაიწერა და იმღერა, რომ სანამ სოსოს პოსტის – „არ დავიდარდო? კაი ერთი“  განხილვას გადავწყვეტდი, ბევრი ვიფიქრე (ეს ფიგურალურად, თორემ რეალურად მხოლოდ რამდენიმე წუთი ვფიქრობდი). ერთი აბზაცია ისეთი, ყველა ჟურნალისტმა რომ უნდა გაითვალისწინოს და ამ ფაქტორმა, როგორც ხედავთ, სასწორის პინა დადებითი პასუხისკენ გადახარა: რესტორნების მეპატრონეებს პატიჟებს სტუდიაში და ეკითხება ისეთ იდიოტურ კითხვებს, როგორიცაა: “თქვენთან მომსახურება იაფია?” , “საჭმელები თქვენთან გემრიელია?”, ” გაქვთ მრავალფეროვანი სამზარეულო?”. რატომღაც რომელიმე რესტორნის მეპატრონემ რო გასცეს ისეთი პასუხები როგორებიცაა: “არა, ჩვენთან უგემური საჭმელებია”, ანჩვენთან ყველაფერი ძალიან ძვირია”.

რადგან რჩევებამდე მივედით, ბარემ მშვიდობიან ბლოგზეც  შევიხედოთ. „ნუ ვუფრთხით Facebook-ს, მაგრამ ყურადღებით ვიყოთ ქსელში“  ერთი კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე გვიხსნის თუ რა გვიხსნის (ძალიან ომონიმური ენა გვაქვს) სოციალურ ქსელში დაგებული ხაფანგებისაგან. ხოლო, თუ თქვენი ჯანმრთელობის ხსნა გინდათ, მაშინ ზურიუსის   არამწეველ მშობელთა კავშირის 10 მცნებას შეგიძლიათ გაეცნოთ.

 დასასრულს კი პოსტი, რომელიც ქართული მედიის მორიგ უყურადღებობაზე მოგვითხრობს. „ჩემს ყბაში ჩავარდნილი ტრიკლოზანი მოამბეში“ ალბათ ბევრმა თქვენგანმა უკვე ნახა, მაგრამ მაინც შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადახედოთ. პოსტი კარგად აჩვენებს, თუ რა ზედაპირულია ხოლმე ხანდახან (?) საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტები და აქტუალურს ხდის მარადიულ შეკითხვას ქართული ერისათვის: „რა გვეშველება?!“. გარდა ამისა, ამავე ბლოგზე თბილისის მეცამეტე ჯაზ–ფესტივალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის ხილვაც შეგიძლიათ.

 შემდეგ მიმოხილვაში ვეცდები, რომ ოდნავ განსხვავებული ფორმატი შემოგთავაზოთ (რა ოფიციალური დაპირებაა) და იმედია, სიტყვა „ვეცდები“–ზე ჩაჭიდება არ დამჭირდება.

 აღდგომა და ხვალეო…

მასალების გადაბეჭდვის წესი