ტექნოლოგიები

სოციალური ქსელი გამოძიების სამსახურში

2 ნოემბერი, 2010 • • 1087
სოციალური ქსელი გამოძიების სამსახურში

ბრიტანელი დეტექტივები გამოძიებისთვის სოციალურ ქსელებს გამოიყენებენ. ბრიტანული გამოცემა ტელეგრაფი დღეს წერს, რომ პოლიციის გაუმჯობესების სააგენტო გამომძიებლებს ტრენინგს ჩაუტარებს, თუ როგორ გამოიყენონ ისეთი სოციალური ქსელები, როგორიც ფეისბუქი და თვითერია.

სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თანამედროვე პოლიციის ეფექტურად მუშაობისთვის, ეს არის აუცილებელი ტრეინინგი.

ცნობილია, რომ წლის მანძილზე 3500 გამომძიებელი მიიღებს ტრეინინგში მონაწილეობას.

უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე სოციალური ქსელები სხვადასხვა გამოძიებისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. მაგალითად, ვიკი კაუჩმანის საქმე. ის დაკარგულიყო იყო. მამამისი კი მის სოცილაურ ქსელის გვერდს აახლებდა. შემდეგ კი ის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი