ტექნოლოგიები

ფრთხილად,სოციალური ქსელია!

25 ოქტომბერი, 2010 • • 1245
ფრთხილად,სოციალური ქსელია!

თუ თქვენი დასვენების გეგმების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში  გაავრცელეთ, და თუ თქვენ არყოფნაში, სახლი გაგიქურდეს, შეიძლება სადაზღვევო კომპანიასთან ზარალის ანაზღაურების პრობლემებს გადააწყდეთ.

სადაზღვევო კომპანიებმა გადაწყვიტეს, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია შეინახონ და გაითვალისწინონ, მათი კლიენტების პრეტენზიების განხილვისას.

სოციალურ ქსელებში აქტივობების გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ათასობით ადამიანი საკუთარ სახლს ”რეიდისთვის ღიად ტოვებს”.

სადაზღევევო კომპანიების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ბრიტანელების მესამედი, გაუთვიცნობიერებლად, სახლის გაქურდვის რისკებს ზრდის.

გამოკითხულთა 36% სოციალურ ქსელებს მეგობრებისთვის ადგილსამყოფელის შესატყობინებლად იყენებს. 35% – ისეთი ღონისძიებების შესახებ ტოვებს ინფორმაციას, როგორებიცაა: დაბადების დღე, არდადეგები. ეს არის პოტენციური სიგნალი კრიმინალებისთვის, რომ ამ დროს სახლი ცარიელი იქნება, ამბობენ კვლევის ავტორები.

გამოკითხული  სამი ათასი ადამიანიდან, 40% თვლის, რომ სოციალურ ქსელებში ადგილსამყოფელის დაკონკრეტება საშიშია  და გაქურდვის რისკებს ზრდის.

დევიდ ნევი, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, აცხადებს, რომ შესაძლოა კლიენტების პრეტენზიები ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინონ, თუ აღმოჩნდა, რომ სახლის გაქურდვის პერიოდში ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მათ სოციალური ქსელების მეშვეობით გაარცელეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ  სავსებით შესაძლებელია, სხვა სადაზღვევო კომპანიებმა სოციალურ ქსელებში კლიენტების აქტივობების მონიტორინგი დაიწყონ.

the times of india

 

მასალების გადაბეჭდვის წესი