ნეტგაზეთი | „ლოგინში მბრწყინავი კბილები” და „ტერორისტი” ღმერთი „ლოგინში მბრწყინავი კბილები” და „ტერორისტი” ღმერთი – Netgazeti
RU | GE  

„ლოგინში მბრწყინავი კბილები” და „ტერორისტი” ღმერთი

„დღეს ერთ უცნაურ დასკვნამდე მივედი.  მივხვდი, რომ ღმერთი ტერორისტია” – ასე იწყებს გაბო “ახალი თეორიის” განვითარებას პოსტში “75 ნომერი ავტობუსის მგზავრები”  – “ტერორისტი, რომელმაც დიდი აფეთქებისას, სამყარო ააფეთქა. და ჩვენ, ამ აფეთქების შემდეგ შექმნილი არსებები მძევლად აგვიყვანა. ისე, რომ არავისთვის უკითხავს, გვინდოდა თუ არა დაბადება…  და ისევე  როგორც ყველა ჭეშმარიტ ტერორისტს შეეფერება, მისდამი შიშიც ჩაგვინერგა.”

აი, კიდევ ერთი კვირა მიიწურა…

თითქოს შეუძლებელია რაიმეს დასაწყებად ამაზე უარესი შესავალი მოიფიქრო. თუ “თბილისელების” ჟურნალისტი  არ ხარ და რესპონდენტად ათასგვარი ფანტაზიის (კარგი გაგებით) აღმძვრელი თიკო სადუნიშვილი არ გყავს, რა თქმა უნდა:  ვის სიშავეზე ლაპარაკობ, აღარ ჩანხარ ისეთი ფერი გაქვს. თუ არ გაიცინე, საწოლში ვეღარ გპოულობენ ალბათ?” – კომპლიმენტით (?) იწყებს ინტერვიუს ვინმე სალომე და “ფეხის ეს მცირე დაცდენა” სრულიად საკმარისი ხდება იმისთვის, ჰექსეს ყბაში რომ ჩავარდეს. რატომ ვერ პოულობენ თიკო სადუნიშვილს ლოგინში?”  “თბილისელების” იმ სტატიის განხილვაა, რომელსაც მომავალში “ღმერთო, შენ კი დაგვიფარე” ან რაიმე მსგავსი სათაურის მქონე ანთოლოგიაში აუცილებლად შეიტანენ. ინტერვიუში განსაკუთრებით აღსანიშნავი თიკოს პირადი ცხოვრებისადმი ჟურნალისტის ქვეცნობიერი წუხილია, რომელიც შეკითხვაში:  “სექსის გარეშე ცხოვრება რთული არ არის ასეთი მჩქეფარე და ლამაზი გოგოსთვის?” ნათლად გამოიხატება კიდეც.

ჟურნალისტების (პირდაპირ) და სექსის (ირიბად) თემა გრძელდება ვასასის  მიერ ცხელ გულზე დაწერილ “ცხელ–ცხელ” პოსტშიც. (უძველესი) პროფესიაც არის და პროფესიაც, “ერთ–ერთი პოპულარული არხის პოპულარულ გადაცემას” ეძღვნება. თუმცა, არხებისა და გადაცემების სიმცირიდან გამომდინარე, რომელ მათგანზეცაა საუბარი, ადვილი მისახვედრია. აღშფოთების (მძაგს ეს სიტყვა უკვე) მიზეზი კი ის “ცხრამეტწუთიანი (რატომღაც, ეკრანის წინ სეკუნდომეტრით მჯდომი ვასასი წარმოვიდგინე) სიუჟეტი” ხდება, რომლის მთავარი გმირი მისი აღმატებულება, საქართველოს ოდისევსია.

“დღეს ერთ უცნაურ დასკვნამდე მივედი.  მივხვდი, რომ ღმერთი ტერორისტია” – ასე იწყებს გაბო “ახალი თეორიის” განვითარებას პოსტში “75 ნომერი ავტობუსის მგზავრები”  – “ტერორისტი, რომელმაც დიდი აფეთქებისას, სამყარო ააფეთქა. და ჩვენ, ამ აფეთქების შემდეგ შექმნილი არსებები მძევლად აგვიყვანა. ისე, რომ არავისთვის უკითხავს, გვინდოდა თუ არა დაბადება…  და ისევე  როგორც ყველა ჭეშმარიტ ტერორისტს შეეფერება, მისდამი შიშიც ჩაგვინერგა.” აქვე გეტყვით, რომ ეს უბრალოდ ყურადღების მისაქცევად დაწერილი პოსტი (როგორიც გვჩვევია და როგორც, მაგალითად, “ფლეიბოისთვის” გაშიშვლებაა) არ არის. თუმცა, სუსტი ნერვების (და ვდინებელი ხასიათის) მქონე ადამიანებს იქ შესვლას მაინც არ ვურჩევდი.

ავტობუსიდან ქუჩაში ჩამოვიდეთ. ამ თემაზე თავშესაქცევ ისტორიას გორგილაძის ბლოგზე  მივაგნებთ. გორგილაძე გიბარებთ”  “90–ათიანების თაობის” თაობაზეა და ქუჩური გარჩევის ერთ სახალისო ამბავს მსუბუქი სტილით (ან, მახვილი ენით) გადმოსცემს.

“ასე ეგონა ანინას  – აუცილებლად იტყოდა ნიცშე, თუკი ვიძიშტი”ს წაიკითხავდა. პოსტში ცხოვრების იმ ეტაპის წარმოდგენებია წარმოდგენილი, როდესაც ბავშვი “ბუა”–სა და “თოვლის ბაბუის” არსებობა–არარსებობის ეჭვებშია ჩავარდნილი:   “მეგონა, რომ ყველა ადამიანი, ვინც კი კანფეტს მთავაზობდა, მანიაკი იყო.”, “მეგონა, რომ გაიშნიკების ჯოხს ზებრის ტყავი ჰქონდა გადაკრული”, მეგონა, პლანეტა მერკურის მერკური ქუინების გამო დაერქვა…”

ისე, სანამ ამდენი მსუბუქი პოსტისგან ავმჩატებულვართ, დროა ლინგვისტუსსაც  ვეწვიოთ. საიდან ვიცით ის, რაც ვიცით?”  სათაურიდანვე გვამზადებს, რომ ის არც ცვალებად ამინდზე ვიღაცის გულისმომკვლელი წუწუნი და არც რომელიმე ჟურნალისტის უვიცობის განკიცხვაა. მეტიც, ცნობიერების ნაკადით, ვიღაცას შესაძლოა სოკრატეც კი გაახსენდეს და არცთუ უსაფუძვლოდ. პოსტში ხომ არგუმენტირებულად (და საინტერესოდაც) არის განხილული ის ფაქტი, რომ ჩვენი ცოდნის დიდი ნაწილი დაუსაბუთებელ ფაქტებზეა დამყარებული.

სამაგიეროდ, ამომწურავად დაასაბუთა ლანდიშამ ის “რაც იცოდა” (როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა”) იმით, “საიდანაც იცოდა” (პირადი გამოცდილება). პოსტში კარგადაა აღწერილი ყველა (დაწყებული სურვილიდან, ატაროთ მანქანა დამთავრებული ჩაბარებისას გამოსახატი ბედნიერების დოზით) ის ნიუანსი, რომელიც მიზნის (მართვის მოწმობის) მისაღწევ ეკალ–ბარდიან (ან, “რვიანიან”, “ლიანდაგიან”, “აღმართიან”) გზაზე გადაგეღობებათ.

მოზრდილი ინსტრუქციის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მცირე ამოსუნთქვაა საჭირო, რისთვისაც დავით ბირმანის ბლოგი  იდეალურ ნახშირორჟანგად შეიძლება გამოვიყენოთ. ბირმანის ახალი პოსტუკა (პატარა მაგალითი სოც. მედიიდან) სოციალური მედიის როლს “ნატოს” გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მაგალითზე განიხილავს.

სოციალური მედიის (ამჯერად “ტვიტერის”) თემა გრძელდება ქართულ მხატვრულ ბლოგზეც, სადაც doody მის მიერ “ტვიტერზე” გამოქვეყნებული 950 სტატუსიდან საუკეთესოებს (კაცობრიობას გვიყვარს კრებულები სახელით “რჩეული”) წარმოგვიდგენს. Re-ჭიკ Re–ჭიკ ანუ  ReTweet”  კი, ძირითადად, მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც მინიმუმ ინგლისური ესმის (“ტვიტერის ველებს თუ ინგლისურად არ განაახლებ, რაა სტატუსი?”): “Word ‘friend’ mustn’t have plural form”, “I just called to say ‘I love you’ but you were out of the coverage area” და ა.შ.

“სოციალური” საკითხიდან “სოციოლოგიურ” შეკითხვაზე გადავინაცვლოთ. რას აკეთებს ნორმალური კომპანია, როდესაც ადამიანი ითხოვს შედარებით იაფიან პროდუქტს?”    კითხულობს თაა   და ერთი კონკრეტული კომპანიის მაგალითზე ცდილობს, რომ გამოთქმა “თავ–ბედი გვაწყევლინა” საკუთარ თავზე, ან, ბედზე არ გამოვცადოთ. თუმცა, შეცდომებზე სწავლა (როგორც პოსტში ნახავთ) ზოგჯერ ყველანაირი გაგებით საკმაოდ ძვირი ჯდება ხოლმე.

დაბოლოს, დოდკა, რომელიც საკუთარ ბლოგზე უკვე იმდენად იშვიათად წერს, რომ ცოტა ხანში “ჰოლივუდელმა” რეჟისორებმა  “ახალი პოსტი – დოდკას დაბრუნება” თუ გადაიღეს, აღარც ეგ გამიკვირდება. “12 მიზეზი, თუ რატომ სჯობს google შენს ბოიფრენდს”  საძიებო სისტემების თვითგამოცხადებული ლიდერის 12 წლის იუბილეს ეძღვნება და ყველანაირ საშუალებას მაძლევს იმისა, რომ ეს მიმოხილვა მხიარულ ნოტზე დავამთავრო.

მომავალ კვირამდე…

პ.ს: ამაზე საშინელი დასასრული კი იცით უკვე სადაც უნდა ეძიოთ :)

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბექა ადამაშვილი