ტექნოლოგიები

Facebook-ი აკრძალეს უნივერსიტეტში

20 სექტემბერი, 2010 • 1347
Facebook-ი აკრძალეს უნივერსიტეტში

ბირმას,  ჩინეთსა და ირანს, სადაც facebook -ის გამოყენება აკრძალულია,  2010 წლის სექტემბრიდან  ამერიკაში ჰარისბურგის ტექნოლოგიის უნივერსიტეტიც შეემეტა.

თუკი ზემოდხსენებულ ქვეყნებში სოციალური ქსელებით სარგებლობა ავტორიტარული რეჯიმების გამო იკრძალება, ჰარისბურგის უნივერსიტეტში იგი ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს.  კერძოდ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დაინტერესდა,  თუ რა ზეგავლენას ახდენენ სოციალური ქსელები სტუდენტებზე და რამდენად აისახება მისი გამოყენება აკადემიურ მოსწრებაზე.

იდეა უნივერსიტეტის რექტორს ერიკ დარს ეკუთვნის, რომელმაც დაინახა როგორ სარგებლობდა მისი 16 წლის ქალიშვილი რამდენიმე სოციალური ქსელით ერთდროულად და რაც საკმაოდ სერიოზულ თემაზე მუშაობის პარალელურად ხდებოდა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ სტუდენტთა პროტესტი გამოიწვია, ერთმა სტუდენტმა ისიც კი დაიჩივლა, რა უნდა აკეთოს გაკვეთილზე, თუკი facebook-ით სარგებლობის საშუალება აღარ ექნება.  ამგვარი ექსპერიმენტი რამოდენიმე თვის წინ ერთმა კომპანიამაც გააკეთა დიდ ბრიტანეთში და შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა – თამანშრომლების ის ნაწილი, რომლებსაც კომპიუტერთან უწევდათ მუშაობა, სამუშაო დღის მინიმუმ 1/4ს სოციალური ქსელებით სარგებლობაში ატარებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი