თვეში მომხმარებლების მიერ ინტერნეტში დახარჯული დროის 22 % სოციალურია – აცხადებს მარკეტინგული კვლევის კომპანია Nielsen-ი. სოციალურ ქსელ facebook-ზე 400 ათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული საქართველოდან.
კომპანია Nielsen -მა 15 ივნისს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში ”ტვიტერინგს”, კომენტირებას, ბლოგინგს, გაზიარებასა და ლინკირებას ინტერნეტში გატარებული დროის 22% მიაქვს.
ვების მომხმარებლები თვიურად ჯამში 110 მილიარდ წუთს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე.
Nielsen -ის კვლევის მიხედვით, სოციალური ქსელებისა და ბლოგების მონახულება გასულ წელთან შედარებით 20% –ით გაიზარდა და გლობალური ქსელის მომხმარებელთა სამი მეოთხედი შეადგინა.
გარდა ამისა, 2010 წელს მომხმარებლები დღეში საშუალოდ 6 საათს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში, მაშინ, როცა წინა წელს ეს ციფრი სამს შეადგენდა.
Nielsen -ის სტატისტიკის მიხედვით, დღეში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი 6 საათს ატარებს facebook-ზე. კვლევის მიხედვით, ეს სოციალური ქსელი ყველაზე პოპულარული იტალიაშია – ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი სტუმრობს ქსელს ყოველთვიურად.
ყველაზე ”სოციალურები” ბრაზილიელები არიან – ამ ქვეყნის ინტერენტის მომხმარებელთა 86% სტუმრობს სოციალურ ქსელებს და 5 საათს მაინც ატარებს. მომხმარებლები ავსტრალიიდან კი ქსელებზე 7 საათს ატარებენ.
მარკეტინგული კვლევის კომპანიის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სოციალური გვერდები Facebook და YouTube – ია. ბრაზილიაში ამ ბრენდებს google-ს ქსელი Orkut-ი ემატება.
ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში Facebook – ია, სადაც საქარტველოდან ამ დროისთვის 380,680 მომხმარებელია დარეგისტრირებული. Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში აპრილის შემდეგ დაახლოებით 40 ათასი მომხმარებლით გაიზარდა.