დღეში, საშუალოდ, 6 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს ქართულ-ესტონურ პროექტს face.ge-ს, რომელიც 2 წელია შეიქმნა.
კი და არა – ასე პასუხობს face.ge –ს ერთ– ერთი დამფუძნებელი კითხვაზე, გახდა თუ არა ქართული სოციალური ქსელი ქართველ მომხმარებელთა შორის ძალიან პოპულარული ქსელების, facebook-ის და odnoklasniki-ის, ალტერნატივა.
გიგა პაიჭაძეს ორივე პასუხზე განმარტება აქვს. თუმცა, ინტერვიუს დასაწყისში, ვთხოვეთ პროექტის იდეასა და მიზნებზე მოეთხრო:
”ჯერჯერობით face.ge არ არის ადგილი, სადაც შეხვალ და ნაცნობებს ან კლასელებს იპოვი, ისევე როგორც, ვთქვათ, odnoklaniki.ru- ზე ან facebook-ზე” – ამბობს მირზა სართანია, face.ge-ს ხელმძღვანელი საქართველოში. მთავარი პრიორიოტეტი მისთვის, ამ ეტაპზე, სწორედ საიტის ასეთ ადგილად ქცევაა: