ტექნოლოგიები

რვა ქალი და „სწერვა“ ტურაშვილი

27 აპრილი, 2010 • 2155
რვა ქალი და „სწერვა“ ტურაშვილი

ბლოგების კითხვა ძალიან სასარგებლოა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა ადამიანების, მათი ცხოვრების, სურვილებისა და შესაძლებლობების შესახებ კითხულობ. გარდა ამისა, უამრავ საჭირო ინფორმაციას იღებ. მაგალითად, 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღე რომ იყო, სამი დღით ადრეWonderland“  – ზე  წავიკითხე, სადაც იმის შესახებაც გავიგე, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ამ დღესთან დაკავშირებით წიგნის ფესტივალი იმართებოდა. მერე სანტორო როდრიგომ  წიგნის ფესტივალის მიმოხილვაც დაწერა და გავიგე, რომ ფესტივალზე წიგნების სიმცირე იყო და სანტოროს 30 ლარიც არ დაუხარჯავს. მოგვიანებით, წიგნის ფესტივალზე რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემაზე ნიუსებსა და სტატიებს გადავავლე თვალი, მაგრამ Wonderland“   სა და ხელოვნების მახეზე“   დაწერილი პოსტები შესაძლოა უფრო საინტერესოც იყო. მიზეზი მარტივია, ბლოგერებს არ ჰყავთ რედაქტორები, ცენზორები, ისინი წერენ სადად და რაც მთვარია, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია  ხშირად უფრო სასარგებლოა. ბლოგერებმა კარგა ხანია დაიმსახურეს მოქალაქე-რეპორტიორების წოდება და სრულიად სამართლიანად. ბევრ შემთხვევაში ბლოგერები უფრო მეტი ნდობით სარგებლობენ, ვიდრე ჟურნალისტები, რომელთა შესახებ ხშირად მაყურებელმა/მკითხველმა/მსმენელმა ბევრი არაფერი იცის.

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, რომ სულ უფრო მეტი ბლოგერი  მიიჩნევს თავს ჟურნალისტად. PR Week  – ისა და PR Newswirehttp-ის ახალი კვლევების თანახმად, ბლოგერების 52 პროცენტი თვლის, რომ ჟურნალისტია. არ ვიცი, ასე ფიქრობენ თუ არა ქართველი ბლოგერები, რომელთა შორის არიან მომავალი და დასაქმებული ჟურნალისტებიც. უახლოეს მომავალში აუცილებლად შევეხებით ჟურნალისტურ და ჟურნალისტების ბლოგებს. ამის შესახებ ახალი მედიის სპეციალისტების აზრის მოსმენაც არ იქნებოდა ურიგო, რადგან, როგორც ვიცი, რედაქტორების ერთი ნაწილი თვლის, რომ ბლოგი ჟურნალისტს არ უნდა ჰქონდეს. თუ რატომ, ეს ცალკე საუბრის თემაა.

ამ კვირის მთავარი მოვლენა ახალი ბლოგი, კარცერი-ლუქსია“ რომლის ავტორი, როგორც თავად ამბობს, ამჟამად ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ციხის პატიმარია. მას ჯარჯი ჰქვია და ციხეში ოთხი წელი უნდა გაატაროს. ძნელი სათქმელია, ეს ისტორია რეალურია, თუ რომელიმე ბლოგერის ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ კარცერი-ლუქსმა“  უკვე მიიქცია ბლოგოსფეროს მკითხველების ყურადღება, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ეს ამბავი სიმართლეა, ჯარჯის ბლოგს პოპულარობა გარანტირებული აქვს.

გასულ კვირას ჩემს ფავორიტ  ბლოგებს შორის კი კიდევ  ერთხელ აღმოჩნდა იაპონია“ , რომელიც ჩემთვის იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თემატური ბლოგი იყოს საინტერესო არა მხოლოდ ვიწრო წრისათვის.  გსმენიათ იაპონიაში არსებულ კუნძულებზე, რომელიც დაკონსერვებული ნაგვისგანაა გაკეთებული? ერთ-ერთი ასეთი კუნძულის სიგრძე ოთხი კილომეტრია და მასზე საერთაშორისო აეროპორტია მოთავსებული, მეორეზე კი სასტუმროები, უნივერსიტეტები და სკვერებია. ნაგავი იაპონიაში“  ამ კუნძულებსა და იაპონიაში ნაგვის მეორად გამოყენებაზეა. საინტერესო პოსტია, მით უფრო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რა იშვიათად წერენ ქართველი ბლოგერები ეკოლოგიაზე. ბოლო დროს არის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ჩემი აზრით, საუკეთესო პოსტი, რაც ამ თემაზე წამიკითხავს, არის ჩანთა გადმომიგდე რა!“   სამწუხაროდ ბლოგი „ფაზანდა“ ბოლო თვეებია სულ უფრო ნაკლებად აქტიურია. კარგი იქნება ქართველი ბლოგერები ამ თემაზე წერას თუ მოუხშირებენ, მართალია ქართულ ბლოგოსფეროს ჯერ-ჯერობით დიდი აუდიტორია არ ჰყავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბლოგერების და შესაბამისად მათი მკითხველების რაოდენობა იზრდება, დარწმუნებული ვარ ეს სურათი მალე შეიცვლება.

ქართულ ბლოგოსფეროში არის რამდენიმე ბლოგი, რომელსაც მკითხველები „ნეტგაზეთის“ კვირის მიმოხილვის გარეშეც  ბევრი ჰყავს. ასეთი ბლოგია sweet.ge. არ ვარ ამ ბლოგის ძალიან ერთგული მკითხველი ვარ, მაგრამ sweety-ს პოსტი, რატომ მიყვარდა სიაშუე“  მომეწონა. ვისაც ყველაზე ვარდისფერი ქართული ბლოგი რამდენჯერმე მაინც წაუკითხავს, შესაძლოა ახსოვდეს, რომ sweety-ს ფავორიტი ბლოგერი სიაშუეა .  თბილისში სიაშუესთან შეხვედრის შემდეგ sweety ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგერი უბრალოდ სინგაპურის შოუ-ბიზნესის პროდუქტი აღმოჩნდა.

ბლოგებზე ხეტიალისას უწყინარი და საინტერესო ეპითეტი ვნახე, რომლითაც დათო ტურაშვილს  ახასიათებდნენ. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანის მისამართით ნათქვამი ბევრი რამ გამიგია, კარგიც და ცუდიც, მაგრამ „სწერვა“ ტურაშვილი – პირველად მესმის. მაგრამ მთავარი ის არის, რომ  კანარიო ასე აღარ ფიქრობს, თუ რატომ, წაიკითხეთ კანარიოს დღიური“.

ამ კვირაში ძალიან სასარგებლო პოსტი ვიპოვე ლანდიშას ბლოგზე.  „15+ Google Chrome Extensions for Facebook“  განსაკუთრებით  Google Chrome-ის  მომხმარებელებს დააინტერესებთ.დარწმუნებული ვარ, ასე დეტალურად არც ერთი მეგობარი არ აგიხსნით, როგორ შეიძლება facebook -ი Google Chrome-ის საშუალებით უფრო საინტერესოდ გამოიყენო.

facebook -ის ახალ პროდუქტებზე წერს გიოლეკვა „დეველოპერის დღიურებზე“ . სამწუხაროდ ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარი დარჩა, მაგრამ ვისაც ახალი ტექნოლოგიები აინტერესებს, ეს ბლოგი აუცილებლად უნდა იკითხოს.

ბოლოს კი იმ ბლოგებზე მინდა  გადაგამისამრთოთ, რომელთა  შესახებ გასულ კვირას დაგპირდით, რომ მოგიყვებოდით.

ვერაფრით მივხვდი, რატომ  არ მოსწონდა ამ ბლოგერს თავისი ბლოგის ძველი დიზაინი. რამდენიმე  გამოიცვალა, მაგრამ ერთი დამამახსოვრდა  განსაკუთრებით. ბლოგზე ღია  ფანჯრები იყო და გვერდს გახსნიდი თუ ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს სუფთა, გრილი ჰაერი  მოდიოდა.   თუ გიყვართ  ლიტერატურა, მოგზაურობა, ფოტოგრაფია და ჯერ კიდევ არ იცით, რომ  არსებობს ბლოგი სქოლიოზიანი ემბრიონი“,  ნამდვილად ღირს მისი მკითხველი გახდეთ. ეს არის ბლოგი, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება ხეტიალი, ვენეციიდან  პარიზში, , სადაც შემოდგომისა და თბილი კრუასანის სურნელი ტრიალებს, ამსტერდამიდან ხორვატიაში, ხევსურეთში… სამოგზაურო პოსტები, კარგი ფოტოები და საინტერესო ინტერვიუები ქართველ ბლოგერებთან  – კი, სქოლიოზიან ემბრიონზე“ დიდხანს მოგინდებათ დარჩენა. და აუცილებლად ნახეთ რვა ქალი“ , რომელიც ნასტასიამ საგაზაფხულო დღესასწაულისათვის „შეგროვა“.

სქოლიოზიანი  ემბრიონს“ მე ყოველთვის ბოლოსთვის ვიტოვებ, როგორც გემრიელ ლუკმას, პირველად კი განახლებულ პოსტების ჩამონათვალში ანინას ბლოგს“  ვხსნი და მერამდენედ ვკითხულობ: გამარჯობა, მკითხველო. შენ ახლაიმყოფები ანინას ბლოგზე. ყველაზე მარილიან ბლოგზე უამრავ ტკბილ და დათაფლულ ბლოგს შორის. მოიმარაგე ლუდი, მარილიანი მიწისთხილი და შეუდექი კითხვას !“  –  ამ ბლოგის მთავარი მომხიბვლელობა მხოლოდ „მარილი“ არ არის. ანინა წერს ყველაფერზე, პირველ პაემანზე, კოსმოსზე, კოლოქვიუმებსა თუ facebook-ის თამაშებზე. წერისას არასდროს აფარებს თავს მრავალწერტილებსა და შორისდებულებს. ერთი სიტყვით, წერს კარგად და საინტერესოდ. მისი საპირველაპრილო ხუმრობის შემდეგ, (ეროტიკული შინაარსის წიგნის ავტორი ვარო -განაცხადა) მთლად ვერ ენდობი ადამიანი, მაგრამ რა ვიცით, იქნებ დაწეროს ის წიგნიც. :))  ჯერ სულ რაღაც ორი თვეა ანინას ბლოგი  გამოჩნდა და თუ ბლოგერობა არ მობეზრდება, ვფიქრობ, მისი ბლოგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგი გახდება. ჰოდა, სანამ ეს მოხდება, მანამდე მის ბლოგზე გაიგეთ რა გამოიგონეს ქალებმა“ , როგორ ცხოვრობენ კოსმოსში ბელკა, სტრელკა და იური“  და გაიცანით ანინას ციფრული ორეულიც. .  

მანამდე კი  დაველოდოთ  ახალ პოსტებს, ორშაბათამდე!

 

მასალების გადაბეჭდვის წესი