ტექნოლოგიები

დედამიწის ერთი საათი, გეგას კალამი და ონლაინ შოფინგის პირველი გაკვეთილი

28 მარტი, 2010 • 2448
დედამიწის ერთი საათი, გეგას კალამი და ონლაინ შოფინგის პირველი გაკვეთილი

მე არ მოგიყვებით რა არის ბლოგი, ან როგორ უნდა შექმნათ იგი. ამ ყველაფერზე უკვე დაწერეს ქართველმა ბლოგერებმა და ამ ტექსტების სანახავად საკმარისია google – საძიებო სისტემას მისცეთ სიტყვა ბლოგი, ბლოგერი, ბლოგერებიისინი აქ არიან, ძირითადად wordpress –სა და blogspot – ზე, ყვებიან პირად ამბებზე, ახალ წიგნებსა და ფილმებზე, წერენ გრძელ, მოსაწყენ ან საინტერესო ტექსტებს, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, ყვებიან სიყვარულზე, ბედნიერების საკუთარ რეცეპტებზე, წერენ, რა აღიზიანებთ, რა აბრაზებთ, რა მოსწონთწერენ ყველაფერზე. ბლოგოსფეროში ცენზურა არ არსებობს.

რაზე წერენ ქართველი ბლოგერები კვირიდან კვირამდე? ბლოგების ყოველკვირეული მიმოხილვის იდეა ერთი კვირის წინ გაჩნდა. მას შემდეგ ქართულ ბლოგებს ცოტა უფრო კრიტიკულად ვათვალიერებ, მაგრამ ყველაზე გესლიანი კრიტიკოსებიც დამეთანხმებიან ალბათქართული ბლოგოსფერო გაცილებით უფრო შემოქმედებითი, მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე მთელი ქართული ბეჭდური და სატელევიზიო მედია ერთად აღებული.

ქართული მედიის მიერ შექმნილგმირებსადა საზოგადოების საეჭვო კულტურულ ღირებულებებზე წერს როდრიგო სანტორო  პოსტში ნიჭიერი ქართველების კულტურა“.  ბლოგერი თავის ბოლო პოსტში დედამიწის საათზე წერს , რომელიც მართალია ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ საქართველოშიც აღინიშნა. „ნეტა რას ფიქრობდა ამ დროს დედამიწა? გაჭვარტლული, ნაგვიანი, ლიმონივით გამოწურული, მოხუცებული, ღერძიდან გადახრილი, გატკეპნილი, ზოგან გამოთხრილი, ოზონ გაფართოებული, გადამწვარი, გაყინული, გათიშული…“ ვისაც ამ კითხვაზე პასუხის ვერსია გაქვთ, კომენტარის სახით შეგიძლიათ დატოვოთ როდრიგოს ბლოგზეხელოვნების მახე, ოღონდ ფრთხილად, არ გაიმახოთო, ბლოგერი გვაფრთხილებს.

დედამიწის საათზე პოსტი  პირველად  http://zurriuss.ge/ -ზე,  რომლის ავტორიც საკმაოდ ხშირად წერს ბლოგსფეროსათვის ერთი შეხედვით ისეთ არამიმზიდველ თემაზე, როგორიცაა ეკოლოგია. თუმცა   zurriuss –ის ბლოგზე პოსტები ეკოლოგიაზე, ლურჯ ზვიგენებსა და ფარაონებზე ერთნაირად საინტერესოა. 

ბლოგიდან ბლოგზე ერთკვირიანი ხეტიალის დროს ბევრი საინტერესო ამბავი გავიგე. მათ შორის ბლოგერებზეც. მაგალითად ის, რომ ბლოგების წერა იაპონიაში სტრესის მოხსნის ერთერთ საშუალებად ითვლება, 20 წლამდე ასაკის, თითქმის ყოველი მეორე იაპონელი ბლოგერია და საერთო ჯამში იაპონურ ბლოგებზე დაწერილი ტექსტები რამდენიმე მილიარდი წიგნის გამოცემას ეყოფა.

რამდენი ბლოგერია საქართველოში blogroll.geზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომელზედაც 528 ბლოგია დარეგისტრირებული. რამდენი წიგნის გამოცემას ეყოფა არ ვიცი, მაგრამ ცოტა ნამდვილად არ არის.

იაპონელი ბლოგერები ვახსენე. მათ შესახებ Andy-  ბლოგზე, წავიკითხე, რომელსაც იაპონია ეწოდება და ყველაზე სექსუალური იაპონელი ბლოგერების ფოტოებიც დავათვალიერე. მათი უმრავლესობა ქალია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგადად, ბლოგერების უმრავლესობას ქალები შეადგენენ, (ბლოგერ ქალებს აუცილებლად მიეძღვნება ერთი წერილი), უბრალოდ სექსუალური ბლოგერების ათეულში მოხვედრილი მამაკაცების ფოტოები Andy- რატომღაც არ დადო ბლოგზე. ათეულის პირველ ადგილზე კი 23 წლის შოკო ნაკაგავაა, რომლის ბლოგსაც ყოველ თვე ასი მილიონი ადამიანი კითხულობს. ამ დღეებში იაპონია საკურას ყვავილობას დღესასწაულობდა და ბლოგერი ალბათ ამ დღესასწაულზეც დაწერს რამეს.

ქართულ ბლოგებზე პოსტების უმრავლესობა პირადია, მაგრამ არ ღირს ამის გამო ზედმეტად ნერვიულობა და თავზე ნაცრის დაყრა. ყველა ქვეყანაში ასეა, ბლოგერები ყველაზე ხშირად პირად ცხოვრებაზე წერენ.

ქართული ბლოგოსფეროს აგრეგატორზეც  ყველაზე რეიტინგული ხშირად სწორედ პირადი პოსტებია. ტკივილიან ბლოგზე ლოლიკა  2008 წლის 7 ივნისზე წერს, როცა თავისი შვილის მამას უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. „შემომხედა, ურეაქციო, გაყინული მზერით მიყურა, მიყურა, შეტრიალდა და კარები ცხვირწინ მომიჯახუნა…“  – როგორ გაგრძელდა ეს ამბავი უკვე მის ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. ისე კი ერთი კვირა არ აღმოჩნდა საკმარისი პირად პოსტებს შორის საუკეთესოები შემერჩია, ამიტომ ამაზე უფრო ვრცლად მომავალ კვირას ვისაუბროთ.

მანამდე კი მათ, ვინაც ჯერ კიდევ არ იცის ონლაინ შოფინგი, ერთერთი ყველაზე პოპულარული და ვარდისფერი ბლოგერი, sweety  ონლაინ შოფინგის ვიდეო გაკვეთილებს სთავაზობს. Sweety –ის ბლოგზე ამ გაკვეთილის პირველი ეპოზოდი გამოჩნდა , რომელიც ონლაინ შოფინგის მომხიბვლელ, მაგრამ რთულ პროცედურაში არკვევს ბლოგის მკითხველებს. ნახეთ, მაგრამ ფრთხილად! ამბობენ, რომ ასეთი შოფინგი ძალიან აცარიელებს საფულეს.

ვისაც სახლში ბევრი არასაჭირო ქაღალდის ფურცლი დაუგროვდა და ეკოლოგიის შესახებაც სმენია ზოგი რამ, ვურჩევ Sophie Goldenის  პოსტი, მაკულატურა წაიკითხოს. რაც მთავარია, პოსტის კომეტარებში გაიგებთ სად იბარებენ თბილისში მაკულატურას.

ბაბუა ჯიმი მოკვდა“ წერს ნასტასია სქოლიოზიან ემბრიონზე. პოსტი ლეგენდარული როკმუსიკოსების ფოტოგრაფის, ჯიმ მარშალის გარდაცვალებას ეხება.

ამ კვირას ქართველ ბლოგერებს არც მაკა ასათიანის თეთრი კაბა  გამორჩენიათ მხედველობიდან და არც პირველი კოღო. Gomshi უფრო შორს წავიდა და გეგას კალმის ისტორია  გვიამბო. პოსტი პროექტნიჭიერის“ American Idol/Britain’s Got Talent-თან მსგავსებას ეხება და რა შუაშია აქ გეგას, „ნიჭიერისჟიურის ერთერთი წევრის კალამი, ამას უკვე ბლოგზე წაიკითხავთ.

ამ კვირის რამდენიმე პოსტი სპორტის, განსაკუთრებით ქართული რაგბის თაყვანისმცემლებსაც დააინტერესებთ. საქართველორუსეთის რაგბის მატჩზე წერს Landish  პოსტში: დიდი რაგბი და დაუვიწყარი ვიქენდი . ეს პოსტზე მეტად უფრო რეპორტაჟია, საკმაოდ საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალით.

სპორტის შემდეგ ამინდზე საუბარიც შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ ბლოგებზე ამინდის ცვალებადობა როგორც წესი, მკვეთრად აისახება. უკვე გამოჩნდა საგაზაფხულო, მზიანი პოსტები. დაველოდოთ ერთი კვირით, როდის შევა გაზაფხული ძალაში, მანამდე კი ვნახოთ, რას დაწერენ ქართველი ბლოგერები მომავალ კვირამდე.

ამ კვირაში კი ორმა ბლოგმა დაბადების დღე იზეიმა. ბლოგები გიყვარდეთ ჩემნაირები  და  Candy Says  ერთი წელია რაც არსებობენ. ამ დღისთვის Anuschka – მკითხველებისათვის Soko – სიმღერა დადო ბლოგზე, რომელსაც ერთი წელია სპეციალურად ბლოგის  დაბადების დღისათვის ინახავდა. მოინახულეთ ეს და სხვა ბლოგები, იპოვეთ საინტერესო პოსტები და ნურც კომენტარების დატოვებას დაიზარებთ.

 მომავალ კვირამდე, ისევ აქ, ნეტგაზეთზე!

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი