30 მაისს მსოფლიო ”სოციალური მედიის დღეს” აღნიშნავს. სოციალური მედიის 150-მდე მომხმარებელმა ეს დღე საქართველოშიც აღნიშნა. სოციალური მედიის დღე Mashable.com-ის ინიციატივით ეწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-გვერდის მონაცემებით, 30 მაისს სოციალური მედიის დღე 92 ქვეყანაში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა იზეიმა. საქართველოში სოციალური მედიის დღე პირველად ჩატარდა.
შეხვედრა საღამოს 6 საათზე იყო დანიშნული. მთაწმინდის ამფითეატრში შეკრებილმა ადამიანებმა Mashable.com-ის დამფუძნებელ პეტ კაშმორის ვიდეომისალმება მოისმინეს.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ექვსმა ბლოგერმა პრეზენტაციები წარადგინა შემდეგ თემებზე:
გოჩა გაბოძე – “ადრეული სოციალური ქსელები”
ლადო ლომიძე – “დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!”
გიორგი გიორგაშვილი – “კორპორატიული ბლოგინგი”
მარი ტალახაძე – “რატომ ტვიტერი?”
საბა ლეკვეიშვილი – “მედია ბანკის პრეზენტაცია”
დავით ჯიშკარიანი – “Social Media ROI”
სოციალური მედიის დღის აღნიშვნა 3 საათი გაგრძელდა.