ტექნოლოგიები

iPhone 6S-ი და 6S Plus-ი ოფიციალურად 25 სექტემბრიდან გაიყიდება

24 სექტემბერი, 2015 • • 2909
iPhone 6S-ი და 6S Plus-ი ოფიციალურად 25 სექტემბრიდან გაიყიდება

iPhone 6S-ის ფასი ბრიტანულ ბაზარზე 16GB მოდელისათვის £539, 64, 128GB მოდელებზე კი £619 და £699 იქნება.  iPhone 6S Plus 16GB £619 ეღირება, £699 და £789 დაგჭირდებათ 64 ან 128GB მეხსიერების მქონე მობილურის შესაძენად. 

 

ბრენდის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, ამერიკულ ბაზარზე iPhone 6s Plus ფასი $749-დან დაიწყება, ხოლო iPhone 6s-ის $649-დან.

 

თუ iPhone-ის გაყიდვების მსოფლიო დეპარტამენტის ვიცეპრეზიდენტს ვენდობით, ერთადერთი, რაც ახალ მოდელებში შეიცვალა, ეს არის ყველაფერი. ფრაზა ბრენდის ახალ პრომოვიდეოშიც ფიგურირებს. 

 

 

ახალი iPhone-ს 4 სხვადასხვა ფერის იქნება, არსებულ Space Gray, Silver, Gold ფერებს ახლა უკვე Rose Gold დაემატება.

 

ახალი მოდელის შემქმნელები მნიშვნელოვან ცვლილებად მიიჩნევენ ეკრანის სენსორს: 3D განზომილების ზემგრძნობიარე სენსორი განსაკუთრებულად აღიქვამს ეკრანზე შეხებას. შეხების სიძლიერე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.

 

 

გაუმჯობესდა კამერები – წინა 5 MP ხოლო უკანა- 12 MP. აღსანიშნავია ახალი ფუნქცია – Live Photo. თქვენ იღებთ ფოტოს, რომელიც რეალურად 1-წამიანი ვიდეოა. შემდეგში ფოტოზე ნაზად დაჭერისას ფოტო მოძრავი იქნება. თუმცა მობილური მას არა ვიდეოს, არამედ ფოტოს ფორმატში შეინახავს და გააგზავნის. 

 

სელფის გადაღებისას კი წინა კამერისათვის მოწყობილობის ეკრანი განათების ფუნქციას შეასრულებს. ის ჩვეულებრივზე 3-ჯერ უფრო ნათელი გახდა. ვიდეოს გადაღება ახლა უკვე 4K ფორმატშია შესაძლებელი. 

 

ახალი ოპერაციული სისტემა iOS 9 უფრო ”ჭკვიანია” – გაუმჯობესდა Siri, აპლიკაციები Notes, News და რუკები უფრო მეტი ფუნქციით დაიტვირთა. მობილურის ბატარეაც უფრო დიდხანს ”ცოცხლობს”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი