WSJ: ეფლი მინივენის ტიპის ელექტრომობილის საიდუმლო პროექტზე მუშაობს

Wall street journal და the Financial Times იუწყებიან, რომ აიფონებისა და მაკბუქების მწარმოებელი კომპანია ეფლი საიდუმლო პროექტზე მუშაობს. ზემოხსენებული გამოცემები კომპანიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ საუბარია ავტომობილზე, თუმცა ეფლი ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეფლმა ასეულობით ახალი თანამშრომელი დაიქირავა, რომელთაც ავტომობილების სფეროში მუშაობის გამოცდილებაა ქვთ. WSJ კი წერს, რომ საიდუმლო პროექტს “ტიტანი” ეწოდება. 

გამოცემის ცნობით, ეფლი ელექტრომობილზე მუშაობას, რომელსაც მინივენის დიზაინი ექნება.

“ეფლი ხშირად სწავლობს ახალ ტექნოლოგიებსა და პოტენციურ პროდუქტებს, ისეთი პროტოტიპების შესაქმნელად, რომელსაც კომპანია არასდროს გაყიდის. მაგრამ ამ კონკრეტული პროექტში ჩართული ადამიანების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ეფლი საკითხს სერიოზულად უდგება”, – წერს WSJ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი