ტექნოლოგიები

Facebook-ი ქსელის გათიშვის მიზეზს არ აკონკრეტებს

19 ივნისი, 2014 • • 1198
Facebook-ი ქსელის გათიშვის მიზეზს არ აკონკრეტებს

Mashable-ს ინფორმაციით, Facebook–ის სპიკერმა განმარტებები გააკეთა და მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა:

 

“დღეს დილით მოხდა შემთხვევა, როდესაც Facebook–ის მომხმარებლები ვერ ახერხებდნენ დაპოსტვას გარკვეული დროის განმავლობაში. შემთხვევა მალევე აღმოიფხვრა და ქსელის მუშაობა 100%–ით აღდგენილია. ბოდიშს ვიხდით იმ შესაძლო უხერხულობისთვის, რაც ამ შემთხვევამ გამოიწვია”, – განაცხადა Facebook–ის სპიკერმა CNET–თან საუბარში.

 

Mashable–ს და CNET–ის ინფორმაციით, Facebook–ი, მასთან დაკავშირებული აპლიკაციები და მობილური ვერსია 30 წუთის განმავლობაში იყო გათიშული. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი