ამის შესახებ Flickr-ის ფორუმზე ხელმძღვანელის, მარკუს სპირინგის წერილია გამოქვეყნებული.
ვებ–გვერდის ხელმძღვანელი იტყობინება, რომ თუკი მომხმარებლები აქამდე ავტორიზაციას Facebook–ით და Google–ის ანგარიშით გადიოდნენ, 30 ივნისიდან Flickr–ის საკუთარ გვერდზე შესვლას მხოლოდ Yahoo-ს ელექრონული ფოსტის გამოყენებით შეძლებენ. Yahoo-ს ელ–ფოსტის არქონის შემთხვევაში, Flickr-ი მათ ანგარიშებს გააუქმებს.
Yahoo-ს ელ-ფოსტის გახსნის შემდეგ Flickr-ის ანგარიშთან დასაკავშირებლად საიტზე სპეციალური ლინკია მოცემული
https://accounts-flickr.yahoo.com/account/update/email
შეგახსენებთ, რომ Flickr-ი 2004 წელს შეიქმნა, ხოლო 2005 წელს მისი მფლობელი Yahoo! გახდა.