ტექნოლოგიები

Apple-მა ყურსასმენების მწარმოებელი კომპანია Beats იყიდა

29 მაისი, 2014 • • 1949
Apple-მა ყურსასმენების მწარმოებელი კომპანია Beats იყიდა

2.6 მილიარდი დოლარი კომპანიამ უკვე გადაიხადა, ხოლო თანხის დარჩენილ ნაწილს უახლოეს წლებში დაფარავს.

 

გარიგების თანახმად Beats–ის თანადამფუძნებლები ჯიმი ლოვინი და ამერიკელი რეპერი ანდრე იანგი, ცნობილი როგორც Dr. Dre, ასევე კომპანიის თანამშრომლები გახდებიან. თანადამფუძნებლების განცხადებით, კომპანიის შექმნისას მათი ინსპირაცია სწორედ Apple–ის პროდუქტი იყო. “გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ Beats იყო Apple-ის ნაწილი”, – აცხადებს ჯიმი ლოვინი.

 

Beats ყურსასმენებს 2008 წლიდან უშვებს, გარდა ამისა კომპანია აუდიოპროგრამებსა და ხმის გამაძლიერებლებსაც აწარმოებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი