ტექნოლოგიები

Google–ის ახალი პროექტი – “თვითმართვადი ავტომობილები”

28 მაისი, 2014 • • 1191
Google–ის ახალი პროექტი – “თვითმართვადი ავტომობილები”

ავტომობილებში ვერ შეხვდებით ტრადიციულ დეტალებს, როგორებიცაა – საჭე,  მუხრუჭი, სიჩქარის რეგულატორი და სხვა, თუმცა მათში არასტანდარტული შემთხვევებისთვის მაინც ჩამონტაჟდება ხელის მოწყობილობა, რათა საჭიროების შემთხვევაში მგზავრმა მისი გამოყენება შეძლოს. 


BBC–ის ცნობით, ავტომობილი მხოლოდ ერთი, ჩართვისა და გამორთვის ღილაკით წარიმართება. გარდა ამისა, არატრადიციული იქნება მისი ვიზუალური მხარეც. რაც შეეხება სიჩქარეს, ჯერჯერობით პროექტის ავტორები შეთანხმდნენ, რომ იგი 40 კილომეტრ/საათს არ აღემატება. ავტომობილში დამონტაჟდება  სპეციალური მინა, რომელიც ავარიის შემთხვევაში ტრავმებს შეამცირებს. ავტომობილი მხოლოდ 2 ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

ამ სფეროში მომუშავე მეცნიერთა ნაწილი Google-ის ახალ ინიციატივაში უარყოფით მხარეებს ხედავს. მათი აზრით, თვითმართვადი ავტომობილების გზებზე გამოჩენა დამატებით საცობებსა და პრობლემებს შექმნის, მუნიციპალური ტრანსპორტის მომხმარებელებიც ამ ავტომობილის გამოყენებას დაიწყებენ, რაც თავის მხრივ  გზებს გადატვირთავს.


პროექტის დირექტორი უსაფრთხოების საკითხებში, რონ მედფორდი კი ფიქრობს, რომ საავარიო შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება, თუკი მათში  მძღოლთა შეცდომების შანსს გამოვრიცხავთ.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში 1.2  მილიონი ადამიანი სიკვდილის მიზეზი სწორედ ავტოკატასტროფებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი