ტექნოლოგიები

4 ვებ–გვერდი, სადაც ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდნენ, დაბლოკილია

15 მარტი, 2014 • 1460
4 ვებ–გვერდი, სადაც ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდნენ, დაბლოკილია

ალექსეი ნავალნის ბლოგი, ახალი ამბების ორი ვებ–გვერდი და გარი კასპაროვის საიტი რუსეთს გენერალური პროკურატურის ბრძანების თანახმად დაიბლოკა. 

 

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვა ” ვებ–გვერდების მიერ ბოლოდროინდელი უკანონო საპროტესტო აქციების ხელშეწყობას უკავშირდება”. 

 

BBC წერს, რომ პუტინის ოპონენტთა და კრიტიკოსთა აზრით, ეს რუსეთის ხელისუფლების ერთ–ერთი ბოლო ნაბიჯია, რომელსაც განსხვავებული აზრის გასაქრობად იყენებს. 

 

შეზღუდული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის ვებ–გვერდზეც ხელმისაწვდომობაც. გავრცელებული ინფორმაციით, საიტი ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა. შეზღუდული იყო კრემლის ოფიციალურ ვებ–გვერდის ხელმისაწვდომობაც. ოფიციალური პირების განცხადებით, შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა განაპირობა. 

 

შეგახსენბთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2-თვიან შინაპატიმრობაში იმყოფება. მისმა სპიკერმა განაცხადა, რომ ვებ–გვერდის დაბლოკვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ამ ნაბიჯით ხელისუფლება მედიასფეროს “ასუფთავებს”.  

 

რაც შეეხება ახალი ამბების ვებ–გვერდებს, დაბლოკილია  Ej.ru და grani.ru. ალექსანდრ რიკლინი  Ej.ru– ს რედაქტორია და აცხადებს, რომ ვებ–გვერდის დაბლოკვა სიტყვის თავისუფლების პრინციპების პირდაპირი დარღვევაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი