ტექნოლოგიები

“კავკასუს ონლაინი” ინტერნეტის სიჩქარეს და ფასს ზრდის

11 თებერვალი, 2014 • • 7588
“კავკასუს ონლაინი” ინტერნეტის სიჩქარეს და ფასს ზრდის

თუკი აქამდე მინიმალური პაკეტის სიჩქარე 5 მბ, ხოლო ფასი 20 ლარი იყო, 1 მარტიდან მინიმალური პაკეტი 25 ლარიანი იქნება, სიჩქარე კი გაორმაგდება.

როგორც “კავკასუს ონლაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან კაპანაძე აცხადებს, მათთვის, ვინც კავკასუსის ქსელში ახლა ერთვება, ახალი პაკეტები უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო მათ, ვინც ქსელში უკვე ჩართულია, ახალი პაკეტის არჩევის საშუალება 1 მარტიდან ექნებათ.

1 მარტიდან კავკასუსის მომხმარებლები შემდეგი პაკეტებით ისარგებლებენ:  10 მბ- 25 ლარი, 30 მბ- 35ლარი, 50 მბ- 45ლარი და 100 მბ -100ლარი.

ახალი პაკეტის ასარჩევად მომხმარებლებმა უნდა დარეკონ ნომერზე. თუ მომხმარებლები 1 მარტამდე არჩევანს არ გააკეთებენ, მათ ავტომატურად ჩაერთვებათ ახალი პაკეტი გაზრდილი სიჩქარით და ფასით:

“ჩვენ კანონი გვავალდებულებს მომხმარებლებისთვის შეტყობინების გაგზავნას, ეტაპობრივად ყველა ჩვენს მომხმარებელს მიუვა ინდივიდუალური გაფრთხილება და შეთავაზება პაკეტებთან დაკავშირებით, პაკეტის ასარჩევად მათ უბრალოდ უნდა დარეკონ კომპანიაში”, – აცხადებს რუსუდან კაპანაძე.

“კავკასუს ონლაინის” ცხელი ხაზის ნომერია 220 00 00

მასალების გადაბეჭდვის წესი