ტექნოლოგიები

კიბერშეტევა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს Skype მისამართზე

14 ნოემბერი, 2013 • • 1303
კიბერშეტევა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს Skype მისამართზე

“აღნიშნულის მიზეზი სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის განკუთვნილ სკაიპის მისამართზე უცხოეთიდან განხორციელებული კიბერშეტევა გახდა, რის შედეგადაც მოხდა დაუდგენელი პირის მიერ სკაიპ მისამართის – sda.ge მითვისება. აღნიშნული მომხმარებლის სახელით დღეს არასანქცირებულად ვრცელდება დაინფიცირებული ფაილები”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

სააგენტო მომხარებელს უსაფრთხოების მიზნით შემდეგი ქმედებების განხორციელებას ურჩევს:

 

“გთხოვთ სკაიპის კონტაქტებიდან წაშალოთ sda.ge მომხმარებელი; არ მიიღოთ აღნიშნული მომხმარებლის სახელით გამოგზავნილი ფაილები და არ გადახვიდეთ მიღებულ ლინკებზე, რადგან ისინი შეიცავენ ვირუსს”

 

მათივე ინფორმაციით, ისტანციური მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს და ინტერნეტის საშუალებით მიიღონ იგივე სერვისი, რასაც სკაიპით იღებდნენ.
 

“მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს აღნიშნული კიბერინციდენტისა და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი