ტექნოლოგიები

Chemiparlamenti.ge – საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობისთვის

28 ივნისი, 2013 •
Chemiparlamenti.ge – საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობისთვის

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, საიტი მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებას ისახავს მიზნად. საიტზე მომხმარებელს საშუალება ექნება, დეპუტატს მისთვის საინტერესო კითხვები დაუსვას, გარდა ამისა, საიტზე შესაბამისი პროცედურის გავლის შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე შეტყობინებები მობილურით მიიღოთ. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ვებ-გვერდი შესაძლებელს ხდის საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეები უფრო მეტად ჩაერთონ:

 

“საიტი შეეხება ზოგადად პარლამენტის საქმიანობას, დეპუტატების საქმიანობას და ამ კუთხით არის გარკვეული სიახლეები, ანუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ანგარიშვალდებულება დეპუტატებისა, ზოგადად, საპარლამენტო პროცესის გამჭვირვალობა და ა.შ. რამდენიმე ძირითადი ფუნქცია აქვს ამ ვებგვერდს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან დეპუტატს, ეს კითხვები იქნება საჯარო და დეპუტატები, ასე ვთქვათ, იძულებული იქნებიან გასცენ პასუხი ამ კითხვებს, რადგან საჯაროდ იქნება მოწოდებული ინფორმაცია- გასცა თუ არა პასუხი დეპუტატმა ამ კითხვას და ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ  შეაფასოს, რამდენ კითხვას გასცა პასუხი დეპუტატმა, რამდენს არ გასცა და ა.შ.,”- ამბობს  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს საპარლამენტო  პროგრამის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი. 

 

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკო ნერგაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა ძალიან პროდუქტიულია

 

“არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პარლამენტის გამჭვირვალობის გაზრდას. არის ბევრი რაღაც, რაშიც ვთანამშრომლობთ. დავიწყეთ თანამშრომლობის გაღრმავება. ვეცდებით, რომ ნაწილი ინფორმაციისა, რომელიც ამ საიტზე განთავსდება, პარლამენტის ოფიციალურ გვერდზეც დავდოთ.  მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი იცოდეს ადამიანმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება პარლამენტში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი