ტექნოლოგიები

Yandex-მა Microsoft-ს გადაუსწრო

7 თებერვალი, 2013 • 1360
Yandex-მა Microsoft-ს გადაუსწრო

“იანდექსმა” ჯერ კიდევ ნოემბერში გაუსწრო “მაიკროსოფტს”, – აცხადებს “იანდექსის” წარმომადგენელი ტატიანა კომაროვა. დეკემბერში “იანდექსმა” 4.84 მილიარდი საძიებო მოთხოვნა დაამუშავა, ხოლო Comscore-ის ტოპ- ათეულში “იანდექსი” ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში შევიდა (მე-10 ადგილით).

 

კომაროვას თქმით, “იანდექსის” ზრდა რუსეთის ბაზრის ხარჯზე მოხდა: რუნეტის აუდიტორია 2012 წელს 17%-ით გაიზარდა და 42.2 მილიონ მომხმარებელს მიაღწია (TNS-ის მონაცემები). ამასთან, “იანდექსის” წილი რუნეტის საძიებო ბაზარზე გასული წლის მანძილზე არ შეცვლილა და დეკემბრის მონაცემებით, 60.5% შეადგინა, მეორე ადგილზე კი 26.4%-ით – “გუგლია” (Liveinternet-ის მონაცემები). კომაროვას თქმით, აუდიტორიაც იზრდება და ინტერნეტის მოხმარების ინტენსივობაც.

 

Comscore-ის მონაცემებით, მსოფლიო ინტერნეტ საძიებო სისტემების ტოპ- ხუთეულში საძიებო მოთხოვნების რაოდენობა გაეზარდა მხოლოდ რუსულ “იანდექსსა” (28%-ით) და ჩინურ Baidu-ს (13%-ით); “გუგლის” კი დაეცა 10%-ით, “იაჰუსი” – 19%-ით, “მაიკროსოფტის” – 10%-ით. მთლიანობაში კი, Comscore-ის მონაცემებით, მსოფლიოში საძიებო მოთხოვნები 5%-ით შემცირდა.

 

ამ კუთხით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Comscore-ი არ აღრიცხავს საძიებო მოთხოვნების რაოდენობას მობილური მოწყობილობებიდან. ასეთი მოწყობილობები კი 2012 წელს კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე 2-ჯერ მეტი რაოდენობით გაიყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი