“იანდექსმა” ჯერ კიდევ ნოემბერში გაუსწრო “მაიკროსოფტს”, – აცხადებს “იანდექსის” წარმომადგენელი ტატიანა კომაროვა. დეკემბერში “იანდექსმა” 4.84 მილიარდი საძიებო მოთხოვნა დაამუშავა, ხოლო Comscore-ის ტოპ- ათეულში “იანდექსი” ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში შევიდა (მე-10 ადგილით).
Comscore-ის მონაცემებით, მსოფლიო ინტერნეტ საძიებო სისტემების ტოპ- ხუთეულში საძიებო მოთხოვნების რაოდენობა გაეზარდა მხოლოდ რუსულ “იანდექსსა” (28%-ით) და ჩინურ Baidu-ს (13%-ით); “გუგლის” კი დაეცა 10%-ით, “იაჰუსი” – 19%-ით, “მაიკროსოფტის” – 10%-ით. მთლიანობაში კი, Comscore-ის მონაცემებით, მსოფლიოში საძიებო მოთხოვნები 5%-ით შემცირდა.
ამ კუთხით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Comscore-ი არ აღრიცხავს საძიებო მოთხოვნების რაოდენობას მობილური მოწყობილობებიდან. ასეთი მოწყობილობები კი 2012 წელს კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე 2-ჯერ მეტი რაოდენობით გაიყიდა.
