ტექნოლოგიები

გაფრენა მთვარეზე 1,5 მილიარდ დოლარად

7 დეკემბერი, 2012 • • 2180
გაფრენა მთვარეზე 1,5 მილიარდ დოლარად

„ბიბისის“ ცნობით,  golden spike–ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანია მთვარეზე გაფრენისთვის უკვე არსებულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. პირველი ექსპედიცია ამ წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

 

golden spike – ი არ არის პირველი კომპანია, რომელიც საზოგადოებას მთვარეზე გაფრენას სთავაზობს. კომპანია space x -ი იყო ერთერთი პირველი, რომელმაც თავისი ხომალდით ტვირთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიტანა.

 

აშშ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მოახერხა და 20–ე საუკუნის 60–იან წლებში ადამიანი მთვარეზე გაამგზავრა. რადგან მთვარეზე ექსპედიციები საკმაოდ ძვირია, მას შემდეგ ადამიანები ამ პლანეტაზე აღარ დაბრუნებულან.

 

golden spike–ს ალან სტერნი ხელმძღვანელობს, რომელიც ნასას მეცნიერულ მისიებს ხელმძღვანელობდა. კომპანია მზად არის, შესთავაზოს მთვარეზე გაფრენა ყველა სახელმწიფოს ხელისუფალთ. ეს შეთავაზება რიგ ქვეყნებს პრესტიჟის აღდგენაში დაეხმარება.

 

მთვარეზე გაფრენები შეიძლება ფართო მოხმარების საქონელი გახდეს.  კომპანიის ხელმძღვანელობა 15–20 მთვარის ექსპედიციის განხორციელებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი