ტექნოლოგიები

‘საქპატენტი’ ელექტრონულ მომსახურებაზე გადავა

15 ნოემბერი, 2012 • 1602
‘საქპატენტი’ ელექტრონულ მომსახურებაზე გადავა

პროექტს, რომელიც 2012 წლის მაისიდან ხორციელდება, ხელს უწყობს ორგანიზაცია USAID. დღევანდელ კონფერენციაზე USAID–ის წარმომადგენელმა სხვა პროექტებთან ერთად ერთ–ერთ წარმატებულ პროექტად სწორედ ‘საქპატენტის’ ელექტრონული მომსახურების პროგრამა დაასახელა.

 

‘საქპატენტის’ პროექტების მენეჯერის გიორგი ჯოხაძის განცხადებით, პროგრამა ტესტირების ეტაპზეა და სავარაუდოდ მოხმარებაში 2012 წლის დეკემბრის ბოლოს ჩაეშვება:

 

“ისევე როგორც სხვა უწყებებს, ‘საქპატენტსაც’ გაუჩნდა მოსაზრება, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ელექტრონულ ფაილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს, ვინც საქპატენტთან თანამშრომლობს, შეეძლოს ელექტრონულად შემოიტანოს განაცხადი საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით”, – აცხადებს გიორგი ჯოხაძე. მისი თქმით, დღემდე ‘საქპატენტში’ განაცხადების შევსება ქაღალდზე ხდება,  მონაცემების ფურცლების შევსებას და დამუშავებას საბოლოო პასუხამდე საკმაოდ დიდი დრო მიაქვს:

 

“ელექტრონულ მომსახურებაზე გადასვლის იდეა შარშან გაჩნდა და ჩვენ მის განხორციელებაში USAID–ი გვეხმარება, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი, შერჩეული იქნა საკმაოდ ცნობილი და კონკურენტუნარიანი კომპანია ‘იუ–ჯი–თი’ და დაახლოებით 2012 წლის მაისიდან უკვე დაიწყო უშუალოდ პროგრამაზე მუშაობა. ახლა პროგრამა ტესტირების ეტაპზეა, ყველა ფუნქცია, რაც პროგრამას ექნება, ჯერჯერობით რეალიზებული არ არის, მაგრამ ძირითადი ფუნქციები მზადაა. შემდეგ კვირაში იქნება პრეზენტაცია მენეჯმენტისთვის და ამ პროგრამის რეალიზაცია უნდა მოხდეს დეკემბრის ბოლომდე”, – აცხადებს გიორგი ჯოხაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი