Microsoft-მა არსებობის მანძილზე – 1987 წლიდან, მისი ლოგო პირველად განაახლდა. განახლება Microsoft-ის ახალი თაობის პროდუქტების ფართო წარმოებაში ჩაშვებას უკავშირდება.
ახალი ლოგო ოთხი განსხვავებული ფერის კვადრატის კომპოზიციაა, რომელიც ძალიან წააგავს ძველი Windows-ის ლოგოს, რომელზეც გამოხატული იყო ტალღოვანი კვადრატები კომპანიის სახელის გვერდით.
“განახლება Microsoft-ის არსებობის მანძილზე პირველად ხდება. პირველია ისიც, რომ Microsoft-ის ლოგოს თან ახლავს კომპანიის სიმბოლო,” – განაცხადა Microsoft-ის პრესსპიკერმა.
ცვლილებების ფარგლებში კომპანია მომხმარებლისათვის ახალი სერვისების შეთავაზებას აპირებს. Microsoft-ი აქტიურად ცდილობს, მოიპოვოს საკუთარი ადგილი ბაზარზე Windows Phone 8-ის Xbox -ის სერვისებისა და სმარტფონებისთვის. ყველა ამ პროდუქტს ერთნაირი დიზაინი ექნება.
“Microsoft -ის ლოგო 25 წლის მანძილზე პირველად განახლდა, ახლა სწორედ რომ იდეალური დროა ცვლილებებისთვისაც,” – განაცხადა Microsoft ბრენდის სტრატეგიის მენეჯერმა ჯეფ ჰანსენმა.
Microsoft-ში გამარტავენ, რომ ახალი დიზაინი კომპანიის არსებობის ახალ ერას გამოხატავს.