ტექნოლოგიები

Facebook-მა შესაძლოა რეგისტრაციის უფლება ბავშვებსაც მისცეს

6 ივნისი, 2012 • 1834
Facebook-მა შესაძლოა რეგისტრაციის უფლება ბავშვებსაც მისცეს

ბავშვების რეგისტრაცია მხოლოდ მშობლების ზედამხედველობის ქვეშ იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას Wall Street Journal–ი ავრცელებს.

უმსხვილესი სოციალური ქსელი სპეციალურ ტექნოლოგიას იმუშავებს, რომლის საშუალებითაც ბავშვების ექაუნთი მშობლისაზე იქნება მიბმული.

მშობლებს საშუალება ექნებათ, აკონტროლონ ის, თუ ვის იმატებენ მათი შვილები მეგობრებში.

აქამდე 13 წლამდე ასაკის ბავშვების რეგისტრაცია სოციალურ ქსელში შეუძლებელი იყო.

Facebook–ზე ამჟამად 900 მილიონამდე ადამიანია დარეგისტრირებული, ამ სიახლის დაშვების შემდეგ ციფრის საგრძნობლად გაზრდას ვარაუდობენ.

Facebook–ში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ,რომ მათთვის ბავშვების უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი