ტექნოლოგიები

იყენებს თუ არა ივანიშვილის ცოლი ფეისბუქს?

24 აპრილი, 2012 •
იყენებს თუ არა ივანიშვილის ცოლი ფეისბუქს?

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება და უარყო ეკა ხვედელიძის ანგარიშის ნამდვილობა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე.

გასულ კვირას ქართულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს   ეკატერინა ხვედელიძემ  სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“  გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული   პროექტების სია.

“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს არ გააჩნია საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში. ფეისბუქში არსებული  პროფილები  ყალბია და გახსნილია როგორც  მის მხარდამჭერთა, ისე მოწინააღმდეგეთა მიერ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გვერდები ემსახურება სრულიად გაურკვეველ პირთა ინტერესებს და ატარებს აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს”,- ნათქვამია ივანიშვილის პრესსამსახურის 24 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი