ტექნოლოგიები

Facebook-ი სუიციდის პრევენციისთვის

14 დეკემბერი, 2011 • 1205
Facebook-ი სუიციდის პრევენციისთვის

“Facebook”-მა სამშაბათს ქსელს ახალი შესაძლებლობა დაამატა, რომელიც სუიციდი პრევენციას ემსახურება.

“Facebook”-ის სპიკერმა ფრედერიკ უოლენსმა განაცხადა, რომ მეგობრებს შეეძლებათ, დაარეპორტონ კონტენტის შინაარსის ის ნაწილი, რომელიც სუიციდის მიდრეკილების მატარებელია. ამისთვის მომხმარებელმა მავნე ქცევის ვარიანტებში სუიციდის შინაარსი უნდა აირჩიოს.

ამის შემდეგ “Facebook”-ი  გასაჭირში მყოფ მომხმარებელს იმეილით გაუგზავნის სპეციალური ჯგუფის ჩატის ლინკს, ისევე, როგორც ტელეფონის ნომერს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სუიციდის პრევენციის ნაციონალური ხაზის (National Suicide Prevention Lifeline)  კრიზის მენეჯერს დაუკავშირდება.

ახალი შესაძლებლობა კომფორტულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს, ტელეფონით მიიღოს დახმარება

” ეს მართლაც დიდი პროგრესია, რაზეც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით”- განაცხადა სოციალური ქსელის პრესსპიკერმა.

მომხმარებლებს შეუძლიათ სუიციდური შინაარსის დარეპორტებაც, სოციალური ქსელი ”დახმარების ცენტრის” გამოყენებით. ადამიანი, რომლიც კონტენტს დაარეპორტებს, ადმინისტრაციისგან დადასტურების გზავნილს მიიღებს.

ახალი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იქნება აშშ-სა და კანადის მომხამრებლებისთვის. პროცედურა აბსოლუტურად ანონიმურია და გასაჭირში მყოფი მომხმარეებელი ვერ გაიგებს, ვინ შეატყობინა ადმინისტრაციას მისი პრობლემის შესახებ.

“Facebook”-ი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელია, რომელიც 800 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს.  მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მარკ ზუკერბერგია. კომპანია 2004 წელს დაარსდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი