ელჩები და მათი თანამშრომლები მიყურადების ქვეშ: რას ვიგებთ ჩანაწერებიდან

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან. ზოგიერთი მასალის შემთხვევაში, რთულია იმის იდენტიფიცირება, ვის უსმენს სახელმწიფო კონკრეტულ მომენტში: დიპკორპუსის წარმომადგენელს თუ პირს, რომელსაც ის ესაუბრება. თუმცა, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, …

“გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრები სუს-თან საკუთარი ავტომობილის დამტვრევისას დააკავეს

“გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრებმა თბილისში, სუს-თან გამართული აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, “შკოდის” მარკის ავტომობილი დალეწეს. როგორც “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მანქანა მისი კუთვნილებაა. ჯაფარიძის თქმით, სუს-ის თანამშრომლები, როგორც წესი, “შკოდის” მარკის ავტომობილებით გადაადგილდებიან და სუს-ის სიმბოლოს დამტვრევით საყოველთაო თვალათვალს აპროტესტებენ. “ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაილეწოს ზუსტად ისე, როგორც მათი სიმბოლო …

ჩანაწერებში ნეტგაზეთის ჟურნალისტისა და მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას საუბარიც მოხვდა

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში მოხვდა ნეტგაზეთის ჟურნალისტ ნინო ბიძინაშვილის სატელეფონო საუბარი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიასთან. აკაკი ნემსაძე, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომელია, კოლეგებს ატყობინებს, რომ ნინო ბიძინაშვილი მიტროპოლიტთან სატელეფონო საუბრისას დაინტერესდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ შაკო ბარამიძეს, რომელიც “გირჩის” რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების” სასულიერო პირი იყო, აუგებენ თუ არა წესს მართლმადიდებლურად. ფაილებში …

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს, რომ სუს-ში მოსმენების სფეროს კურირებდა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს კურირებდა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას დაეხმაროს. “ჩემი მოღვაწეობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი. მინდა თეა წულუკიანს მივმართო, მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, არ ჩაემოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას …

როგორ შეიცვალა “ოცნების” რიტორიკა ფარულ ჩანაწერებზე 2 დღეში

“ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თავდაპირველად ცალსახად “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში მმართველი პარტიის რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი ოცნებაში “ტყუილ-მართალს” უწოდებენ. ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით მიიღეს …

სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს

გავრცელებული ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს. მათ შორის არიან ტელეკომპანია „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები. „ფორმულას“ ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლებმა რამდენიმე საათის წინ დაურეკეს რეპორტიორებს – მარტა ქურასბედიანსა და ქეთი ნადიბაიძეს და უწყებაში გამოცხადება სთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის ცნობით, გავრცელებულ ფაილებში არცერთის სახელი არ ფიგურირებს. „დაბარებული ვარ გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით, ასე განმიმარტა გამომძიებელმა. ჯერჯერობით არ ვიცი, …

Exit mobile version