სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ICC-ის წარმომადგენლებს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს

19 თებერვალი, 2016 • 1424
ცხინვალი ICC-ის წარმომადგენლებს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს

სამხრეთ ოსეთის მთავარი პროიკურორის სერგეი ბიტიევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) წარმომადგენლებს უსაფრთხოების გარიანტიას აძლევს, თუ სასამართლო2008 წლის ომის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას უშუალოდ მოვლენების მიმდინარეობის ადგილზე გადაწყვეტს. sputnik ossetia-ს ცნობით, აღნიშნული განცხადება სერგეი ბიტიევმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა.

“ნებისმიერმა იურისტმა, სანამ გამოძიებას დაიწყებს ჯერ დანაშაულის ადგილი უნდა დაათვალიეროს. ჩვენ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წარმომადგენლებს უსაფრთხოების გარანტიას ვაძლევთ, ჩამოვიდნენ სამხრეთ ოსეთში და მათ წარვუდგენთ ყველა მასალას და საომარი მოქმედებების მიმდინარეობის ადგილსვაჩვენებთ. იმაში დასარწმუნებლად, რომ გამოძიება ობიექტური და ყოვლისმომცველი იქნება, იგი სწორედ სამხრეთ ოსეთიდან უნდა დაიწყოს”,- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

სერგეი ბიტიევმა საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წარმომადგენლებს გამოძიების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიზე ჩატარება შეთავაზა. მისივე თქმით, საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულის საქმე 98 ტომისგან შედგება.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) 27 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების უფლება მიეცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ფატუ ბენსუდა საქართველოში 27 თებერვალს ჩამოვა.  ICC-ს წარმომადგენლები, რომლებაც 18 თებერვალის პრესკონფერენციაზე თბილისში ვიზიტი შეაფასეს, ამბობენ, რომ  მათთვის ცნობილია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ის ნეგატიური განცხადებები, რომელიც 2008 წლის ომის შესაძლო დანაშაულების გამოძიების თემას ეხება, თუმცა მაინც აგრძელბენ ძალისხმევას იმისათვის, რომ რუსეთის გამოძიების პროცესში ჩართონ.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი