სამართალი

ICC-ის პროკურატურა: ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ რუსეთი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს

18 თებერვალი, 2016 • 1453
ICC-ის პროკურატურა: ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ რუსეთი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს

“მართალია რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა და კანონით მას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] მიმართ აქვს ვალდებულება არ აქვს, მაგრამ მოსკოვს არაფერი უშლის ხელს, რომ თავისი სურვილით ითანამშრომლოს სასამართლოსთან”, – ეს განცხადება საქართველოში ვიზიტით მყოფმა პროკურატურის ოფისის წარმომადგენელმა ფაქსიო მოჩოჩოკომ გააკეთა.

ICC-ს წარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტი ქორთიარდ მარიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასეს და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. მოჩოჩოკოს თქმით, მათთვის ცნობილია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ის ნეგატიური განცხადებები, რომელიც 2008 წლის ომის შესაძლო დანაშაულების გამოძიების თემას ეხება, თუმცა მაინც აგრძელბენ ძალისხმევას იმისათვის, რომ რუსეთის გამოძიების პროცესში ჩართონ:

“ჩვენ საქმის კურსში ვართ მათი განცხადებების შესახებ, მაგრამ მაინც ვაგრძლეებთ ძლისხმევას, რომ ჩავრთოთ რუსეთი. ძალიან ადრეა იმის გადაჭრით თქმა, რომ რუსეთი არ ითანამაშრომლებს”, – თქვა მოჩოჩოკომ.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა ითანაშრომლებს თუ არა რუსეთი ICC-თან, გამოძიება მაინც გაგრძელდება:

“გამოძიება ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება. საკუთარი არხებით ვეცდებით მოვიპოვოთ მტკიცებულებები, რომელიც თუნდაც რუსეთის მხარის მოქმედებების დასადასტურებლად გამოგვადგება.

მათი უარი, რა თქმა უნდა, უფრო გაართულებს პროცესს, მაგრამ ჩვენი არხებით გავაგრძელებთ სამხილების მოპოვებას. გადაჭრით თქმა იმისა ისინი ითანამშრომელებენ თუ არა, ჯერჯერობით ძალიან ადრეა”.

ფაქისო მოჩოჩოკო ICC-ის პროკურატურის ოფისის იურისდიქციის, კომპლემენტარობის და თარანმშრომლობის სამსახურის უფროსია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 27 იანვრისგადაწყვეტილებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების უფლებამისცა.

პროკურორი 2015 წლის ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა. იგი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ოფიციალური ცხინვალი აცხადებს, რომ ფატუ ბენსუდა მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტუმრობის შესაძლებლობას მიმართვის შემდეგ მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი