სამხრეთ კავკასიის ამბები

გრიპის ვირუსის გამო გალის 2 სკოლასა და საბავშვო ბაღში კარანტინი გახანგრძლივდა

16 თებერვალი, 2016 • 1513
გრიპის ვირუსის გამო გალის 2 სკოლასა და საბავშვო ბაღში კარანტინი გახანგრძლივდა

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას ცნობით, ქალაქ გალის ორ საჯარო სკოლაში და საბავშვო ბაღში კარანტინი 16 თებერვლიდან 26 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

“ორკვირიანი კარანტინის შემდეგ ვირუსის მატარებლთა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა ქალაქ გალში. ძალიან ბევრი ადამიანის მდგომარეობა გართულდა, მათ შორის ბავშვების რაოდენობა ცოტა არაა. სოფლებში არსებული სიტუაცია ნორმალურია, თავად გალში კი მდგომრეობა რთულდება”,- ამბობს ნადარაია sputnik abkhazia-სთან საუბრისას.

“აფსნიპრესის”, აფხაზეთის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გალის რაიონის მთავარი ექიმი გიორგი შონია ამბობს, რომ 1 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით ვირუსის მატარებელმა 163 ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს, მათ შორის 81 ბავშვია. ექიმის ცნობით 10 მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ხოლო ორი მათგანი, მძიმე მდგომარეობის გამო, ნათესავებმა საქართველოში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა 25 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ბაღებში, სკოლებში და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში 26 იანვრიდან 15 თებერვლამდე კარანტინი გამოცხადდა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი