სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი აცხადებს, რომ მზადაა 2008 წლის ომის გამოძიებას ხელი შეუწყოს

30 იანვარი, 2016 • 1851
ცხინვალი აცხადებს, რომ მზადაა 2008 წლის ომის გამოძიებას ხელი შეუწყოს

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილია საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების უფლება მიეცა.

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს ობიექტურ და პროფესიონალურ გამოძიებას.

“ვთვლით, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს სამხედრო აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მასალებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში არსებული დანაშაულთა მტკიცებულებების ბაზა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. ამ კომპონენტის გარეშე საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამოძიებას ობიექტურს ვერ ვუწოდებთ”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებით, 27 იანვარს ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების უფლება მიეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი