სამხრეთ კავკასიის ამბები

“აშშ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, გახსნას მეორე ფრონტი” – არძინბა

23 სექტემბერი, 2022 • 1272
“აშშ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, გახსნას მეორე ფრონტი” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა, ინალ არძინბამ ამჯერად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [United States Agency for International Development – USAID) წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.

არძინბა ამბობს, რომ USAID და მისი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯინ პენელი, რომელიც იქამდე უკრაინაშიც მუშაობდა, საქართველოს ხელისუფლებაზე ახდენს ზეწოლას, გაიხსნას მეორე ფრონტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

ამასთან, აფხაზი ჩინოვნიკი საუბრობს  სააგენტოს მიერ აფხაზეთში სხვადასხვა ჰუმანიტარული პროგრამების დაფინანსებაზე და ამბობს, რომ ეს არის აშშ-ს “რბილი ძალა” და სხვადასხვა სემინარები, შეხვედრები და ტრენინგები გენდერულ თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ემსახურება აფხაზების საქართველოსთან ინტეგრირებას.

ინალ არძინბა აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხებზეც საუბრობს. მან მოიყვანა ოფიციალური თბილისის განცხადება, რომ საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას იწყებს, რასაც სოხუმი პირდაპირ მუქარად განიხილავს და მოუწოდებს მას, აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს.

აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი