სამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად

31 მარტი, 2022 • 4918
ფაშინიანი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად

სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან ყოვლისმომცველ სამშვიდობო ხელშეკრულებას.

ამასთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბაქოს სურს „მთიანი ყარაბაღის სრულად დაპყრობა და სომეხი მოსახლეობის გაძევება“.

31 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხი იქნება ერთ-ერთი წამყვანი საკითხი 6 აპრილს ჩანიშნულ შეხვედრაზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

ერევანი ამ ინიციატივით ორშაბათს, 28 მარტს გამოვიდა. პასუხად ბაქომ განაცხადა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს იმ ხუთ პრინციპს, რომელიც ერევანს 10 მარტს წარედგინა.

მათ შორისაა „ორმხრივი პირობა, რომ [სომხეთი და აზერბაიჯანი] ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ“.

ფაშინიანის განცხადებით, სომხურმა მხარემ უკვე შეატყობინა ბაქოს, რომ „აზერბაიჯანის შეთავაზებაში ჩვენთვის მიუღებელი არაფერი არ არის“.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი